
ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი მამა თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში. მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
ამჯერად „დაიჯესტი“ გთავაზობთ დეკანოზ თეოდორე გიგნაძის მორიგ საინტერესო ქადაგებას:
„დადგება ჩვენი დროც.
ჩვენ ვიცით, რომ გარდაცვალება სერიოზული გამოცდა და სერიოზული გამოცდილებაა,
ჩვენ ვიცით, რომ ჩვენს ცხოვრებაში არაფერი ისეთი მნიშვნელოვანი არ არის, და არც იქნება, თუ არა ჩვენი გარდაცვალება,
ჩვენ ამას ყოველთვის გვერდს ვუვლით,
ნაკლებად ვფიქრობთ,
მაგრამ მამები გვასწავლიან, რომ ამაზე უნდა ვიფიქროთ, რადგან ეს აუცილებლად დადგება ჩვენთანაც,
ერთხელაც დადგება ჩვენს ცხოვრებაში ის დრო,
როცა მივადგებით იმ კედელს, როცა უკან ნაბიჯი აღარ არსებობს,
გვერდზე გახედვა შეუძლებელია - იმის იქით აღარაფერი აღარ არსებობს ამსოფლიური
და იმის იქით გავდივართ მარადისობაში - ეს დრო აუცილებლად დადგება;
და მაშინ, როცა ეს დრო დადგება, თუ ღირსეულად,
როგორც ქრისტიანებს ეკუთვნით,
გაცნობიერებულად,
ვაჟკაცურად,
გმირულად, დავდგებით ამ კედლის წინ - აი, მაშინ, თუ გავიხედებით ჩვენს უკან, აღმოვაჩენთ, რომ მთელი ჩვენი ცხოვრება, თავისი წარმატებებით და წარუმატებლობებით, სიკეთითა და ბოროტებით, ცოდვებითა და სუფთა ცხოვრებით, ყველაფრით,
ყველაფრით ერთი დიდი საპნის ბუშტია,
არაფერი არაფრად არ ღირს,
აბსოლუტურად არაფერი არაფრად არ ღირს,
იმიტომ, რომ დგება ჟამი, როცა მე გავდივარ არა უბრალოდ ამ ქალაქიდან,ამ დედამიწიდან,
სამყაროდან გავდივარ;
აიხედეთ,
შეხედეთ ვარსკვლავებს,
წარმოიდგინეთ გალაქტიკები,
გავდივართ ამ სამყაროდან
და არაფერს მნიშვნელობა აღარ აქვს...
მთელი ჩვენი ცხოვრება,
მთელი სამყარო,
დედამიწა,
კაცობრიობის ისტორია,
ცივილიზაცია, მთელი თავისი ღირებულებებით, ფილოსოფიით, ხელოვნებით, მშვენიერებით, სილამაზით - ყველაფერი ერთი დიდი საპნის ბუშტია,
და გავდივარ,
ჩემთვის ყველაფერი მთავრდება,
და იწყება ახალი,
დიადი,
გესმით?!“, - აღნიშნულია მამა თეოდორე გიგნაძის ქადაგებაში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „რასაც ახლა აქ ვუყურებ ეს არის დანაშაული“ - რა ხდება ლამაზი დახლების უკან და ცნობილ რესტორანში?