რამდენიმე დღეში ახალი 2026 წელი დადგება. ქართული საზოგადოება ამ სახალხო დღესასწაულს სიხარულითა და მადლიერებით ეგებება. ყოველი წელი დახუნძულულია კარგი და ცუდი ამბებით, არც 2025 წელი ყოფილა გამონაკლისი და მან თავი ბევრი გამორჩეული ამბით დაგვამახსოვრა.
ამჯერად, „დაიჯესტი“ წლის პოზიტიურ ამბებს შეაჯამებს. ერთად გადავავლოთ თვალი და გავიხსენოთ წლის ყველაზე ხმაურიანი, მდიდრული და გრანდიოზული ქორწილები, ნათლობები და დაბადებები.
მარიამ შარმანაშვილისა და კარლო პონტის ქორწინება
2025 წლის 26 ივლისს ზუმბას ქართველი ინსტრუქტორი, მარიამ შარმანაშვილი და იტალიელი დირიჟორი – კარლო პონტის ნიშნობა შედგა. მარიამის ცხოვრება სრულიად შეიცვალა მას შემდეგ, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ის მსოფლიო ვარსკვლავის, სოფი ლორენის ვაჟზე იყო შეყვარებული.
წყვილმა გრანდიოზული ქორწილიც გადაიხადა, რომელსაც უამრავი ცნობილი სახე ესწრებოდა.


ლიზი დარასელია დაინიშნა
2025 წლის ზაფხულში ვიტალი დარასელიას შვილიშვილი, ლიზი დარასელია დაინიშნა. ლიზიმ ნიშნობის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გააზიარა. როგორც ვიგებთ რჩეულმა ხელი დაბადების დღეზე სთხოვა. მომღერლის რჩეული საბა ბალაძეა.
„ჩემი დაბადების დღე ყველაზე ლამაზ დღედ აქციე. არ არსებობს ამაზე დიდი საჩუქარი. ძალიან მიყვარხარ და მიხარია, რომ ჩემ გვერდით ხარ. ჩემთვის ეს დღე ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე ბედნიერ დღედ დარჩება. მადლობა ამ წამებისთვის, ჩემო სიყვარულო. მიყვარხარ მთელი გულით", - წერდა ლიზი დარასელია.


ლაშა გურგენიძის და ანკა მშვილდაძის ქორწინება
31 ოქტომბერს მსახიობი ლაშა გურგენიძე მეორე მეუღლეს თაკუნა მჭედლიშვილს დაშორდა და მესამე ცოლი მოიყვანა, მისი რჩეული ჟურნალისტი ანკა მშვილდაძეა. ლაშამ გოგონა ოფიციალურად დანიშნა და სოციალურ ქსელში ანკა ხშირად აქვეყნებს ოჯახურ კადრებს.


მსოფლიოს ჩემპიონი გიორგი სარდალაშვილი დაქორწინდა
8 ნოემბერს ქართველი ძიუდოისტი, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, 22 წლის გიორგი სარდალაშვილი დაქორწინდა. გიორგის რჩეული მომღერალი ანანო სამხარაძეა. გიორგიმ ორი თვის წინ სთხოვა ანანოს ხელი და თანხმობაც მიიღო.
მათ ქორწილს უამრავი ცნობილი სახე ესწრებოდა. ისინი ქართულ, ტრადიციულ სამოსში იყვნენ გამოწყობილები.
შეგახსენებთ, რომ წყვილმა 6 ნოემბერს იუსტიციის სახლში ხელი მოაწერა.
ცნობისთვის, გიორგი სარდალაშვილი ძიუდოში მსოფლიოს და ევროპის მოქმედი ჩემპიონია. იგი დამოუკიდებელ საქართველოში ყველაზე ახალგაზრდა ძიუდოისტია, რომელმაც ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატები მოიგო.


გიორგი სანაიას ვაჟი დაქორწინდა
წლის მიწურულს აწ გარდაცვლილი ჟურნალისტის გიორგი სანაიას ვაჟი სანდრო სანაია დაქორწინდა. სანდროს რჩეული, ელენე ენუქიძე, პროფესიით მარკეტინგისა და კომუნიკაციების სპეციალისტია. იგი წლებია ამ სფეროში საქმიანობს და კარიერული თვალსაზრისით საკმაოდ აქტიურია. ელენე და სანდრო დიდი ხანია ერთად არიან, თუმცა წყვილი პირადი ცხოვრების დეტალებს იშვიათად ასაჯაროებს.


საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი მიქაუტაძის და, ანა მიქაუტაძე დაქორწინდა
2025 წლის, 29 ივნისს საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და საფრანგეთის „ლიონის“ თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის და, ანა მიქაუტაძე, დაქორწინდა. ანას რჩეული გიორგი ჩხიკვაძეა.
ქორწილის ცერემონიას წყვილის უახლოესი მეგობრები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
ქორწინება გამორჩეულად თბილ და ემოციურ გარემოში ჩატარდა.


ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ანზორ მექვაბიშვილი დაქორწინდა.
სპორტსმენის რჩეული ანი პირტახიაა, რომელიც ეროვნულ სასახლეში მუშაობს, მანამდე კი აჭარის ტელევიზიაში ჟურნალისტი გახლდათ.

დუტა სხირტლაძის ქალიშვილი დაქორწინდა
2025 წლის სექტემბერში მსახიობის და ტელეწამყვანის დუტა სხირტლაძის ქალიშვილი, ნინი სხირტლაძე რჩეულზე დაქორწინდა.
საქორწილო ცერემონია დუტასა და მისი მეუღლის მარინა ნაცვლიშვილის მიერ მოწყობილ მცხეთის აგარაკზე შედგა, რომელიც ორიგინალურად იყო გაფორმებული. ქორწილი კი ვიწრო წრეში აღნიშნეს.


რაც შეეხება მსოფლიო ვარსკვლავურ ქორწინებას, ასე გამოიყურება მათი სია:
29 ივნისს ჯეფ ბეზოსი და ლორენ სანჩესი დაქორწინდნენ
Amazon-ის დამფუძნებელი, მილიარდერი ჯეფ ბეზოსი ტელეწამყვან ლორენ სანჩესზე დაქორწინდა. ღონისძიება, რომელსაც „საუკუნის ქორწილი“ უწოდეს ვენეციაში გაიმართა.
მას 200-მდე სტუმარი დაესწრო, მათ შორის მსახიობები, ტელეწამყვანები, სამეფო ოჯახების წარმომადგენლები.
პატარძალს Dolce & Gabbana-ს დიზაინერების დომენიკო დოლჩესა და სტეფანო გაბანას მიერ შექმნილი კაბა ეცვა.
📸 სელენა გომესი და ბენი ბლანკო დაქორწინდნენ
სექტემბრის ბოლოს მსოფლიო მედია მოიცვა ამ ინფორმაციამ, ამერიკელი მომღერალი და მსახიობი სელენა გომესი და პროდიუსერი ბენი ბლანკო დაქორწინდნენ. საზეიმო ცერემონია კალიფორნიაში გაიმართა. ქორწილის ამსახველი ფოტოები გომესმა Instagram-ზე გამოაქვეყნა, წარწერით „9.27.26“. „ჩემი ცოლი რეალურ ცხოვრებაში“, - ასეთი კომენტარი დატოვა ბლანკომ გომესის პოსტზე.
ქორწილს 170-მდე სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის მომღერალი ტეილორ სვიფტი, მსახიობები პოლ რადი, სტივ მარტინი და მარტინ შორტი.
33 წლის გომესისა და 37 წლის ბლანკოს ნიშნობის შესახებ 2024 წლის დეკემბერში გახდა ცნობილი. მათ ერთობლივი ალბომი I Said I Love You First („მე პირველმა ვთქვი „მე შენ მიყვარხარ“) გამოუშვეს, რომელშიც საკუთარი სიყვარულის ისტორია აღწერეს.


2025 წლის ახალი სიცოცხლე
22 დეკემბერს მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი მეორე შვილის დედა გახდა. ახალშობილს ქართული სახელი, შიო დაარქვეს.
„შიო. 22.12.2025“, - წერს ნუკი კოშკელიშვილი.
ცნობისთვის, მოდელმა აშშ-ში იმშობიარა.
ნუკის რჩეული და მეორე ნახევარი შოუბიზნესის წარმომადგენელი არ გახლავთ, პროფესიით ექიმია და ამავე სფეროშია დასაქმებული. ბენსა და ნუკის უფროსი შვილი, ოლივერი ჰყავთ. იგი საქართველოში დიდ დროს ატარებს და როგორც ჩანს, დედასთან ერთად მოგზაურობაც უყვარს.
ნუკი, მიუხედავად იმისა, რომ ორ სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობს, ქართულ მეგაშოუებსა და პროექტებში მაინც აქტიურად მონაწილეობს.

თამუნა ამონაშვილი 61 წლის ასაკში დედა გახდა
2025 წელი ნამდვილად გამორჩეული იყო მომღერალ თამუნა ამონაშვილისთვის.
16-წლიანი ლოდინის, ბრძოლისა და ემიგრაციაში გატარებული რთული წლების შემდეგ, პროდიუსერ რეზიკო არჩვაძისა და მომღერალ თამუნა ამონაშვილის ოჯახში დიდი ზეიმი იყო - წყვილს ტყუპი, ქალ-ვაჟი შეეძინა. პატარები, სახელად იონა და მელანია, ქვეყანას 1-ელი სექტემბერს მოევლინნენ.
„ჩემს ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპია. ყოველთვის მინდოდა დედობა. გაგვიჩნდა ტყუპები, რომელსაც ერთად ვუვლით მე და ჩემი მეუღლე რეზიკო. ვუცვლით, ვაბანავებთ, ვაჭმევთ,“ - განაცხადა თამუნა ამონაშვილმა.

თათა ვასაძე დედა გახდა
1-ელ მაისს ლევან ვასაძის ქალიშვილი, მოცეკვავე და მოდელი თათა ვასაძე დედა გახდა.
მას და ბათა ზედგენიძეს პირველი შვილი შეეძინათ, რომელსაც ნინა დაარქვეს. ფოტოს სამშობიაროდან თათა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ცნობისთვის, ლევან ვასაძის შვილის, თათა ვასაძისა მისი რჩეულის და ბათა ზედგინიძის ქორწილი გასული წლის 28 ივლისს გაიმართა.
თათა ვასაძე ბიზნესმენის რიგით მეორე შვილი და პირველი ქალიშვილია. როგორც სხვა დედმამიშვილები, მანაც მამის კერძო სკოლა დაამთავრა. გოგონა „სუხიშვილების“ მოქმედი მოცეკვავეა. ის აქტიურია სოციალურ ქსელში და „ტიკ-ტოკსაც“ იყენებს, სადაც ყოველდღიურ ვლოგებსა და ცხოვრების საინტერესო მომენტებს უზიარებს გამომწერებს.


თეონა ცირამუას ტყუპი გოგოები შეეძინა
4 მარტს გორის კაპელის ხელმძღვანელი თეონა ცირამუა დიდხნიანი ლოდინის შემდეგ ტყუპი გოგოების დედა გახდა. სასიხარულო ინფორმაციას ის თავად სოციალურ ქსელში ავრცელებს. წყვილმა შვილებს კირა და თუთა დაარქვეს.


ქეთი წიქვაძეს და ნიკა არველაძეს შვილი შეეძინათ
28 სექტემბერს მსახიობ ქეთი წიქვაძეს და ნიკა არველაძეს შვილი შეეძინათ.
წყვილის ბიჭი ეყოლა, რომელსაც ბაბუის სახელი - რეზი დაარქვეს.

მომღერალ ნოდიკო ტატიშვილი მამა გახდა
მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი 2025 წლის 7 ნოემბერს პირველი შვილის მამა გახდა. ახალშობილს კესანე დაარქვეს.
ნოდიკოს რჩეული ემბრიოლოგი თათია ერქვანიძეა. წყვილმა ბავშვი 26 დეკემბერს მონათლეს, ნათლიები კი ყველასთვის ცნობილი მომღერალი ლელა წურწუმია და ექიმი ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავაა.



გიორგი შოშიტაშვილი მამა გახდა
აგვისტოში „ქსოვრელების“ მომღერალი გიორგი შოშიტაშვილის და სალომე ვარდიაშვილის შვილი შეეძინათ, ვაჟი.


ნანუკა გულუას მესამე შვილი ეყოლა
2025 წლის 6 ივნისს ყველასათვის საყვარელი მსახიობი და ტელეწამყვანი ნანუკა გულუა მესამე შვილის დედა გახდა.
წყვილმა შვილს კირა დაარქვა.


სანდრო შელიას და ნინა ხუბუტიას პირველი შვილი შეეძინათ
11 ივნისს კომპანია CAI-ს გენერალური დირექტორი სანდრო შელია და ჟურნალისტი ნინა ხუბუტია მშობლები გახდნენ, წყვილმა შვილს ნიკოლა დაარქვა.


ტანმოვარჯიშე და ტელეწამყვანი ქეთი ხატიაშვილი და დავით კაჭარავა მეორე შვილის მშობლები გახდნენ
წყვილს პირველი შვილი ილია ჰყავს, 2025 წლის 26 აგვისტოს კი გოგოს მშობლები გახდნენ, რომელსაც მარია დაარქვეს.
„კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩვენთან მარია კაჭარავა ყველაფერმა კარგად და ძალიან სწრაფად ჩაიარა“, - წერდა ქეთი ხატიაშვილი.


ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა მეორე შვილის მშობლები გახდნენ
ლიზა ჩიჩუას და ირაკლი მაქაცარიას წყვილი, ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ცენტრშია.
ლიზა ჩიჩუა ცნობილი ექიმების, გიორგი ჩიჩუასა და ქეთი ასათიანის ქალიშვილია. 22 წლის ულამაზესი გოგონა მომღერალი გახლავთ. იგი ტელეწამყვანის და ბიზნესმენის ირაკლი მაქაცარიას მეუღლეა. წყვილმა 2022 წელს იქორწინა და 2025 წლის 31 იანვარს მეორე შვილის მშობლები გახდნენ.
წყვილს გოგონა შეეძინა, რომელსაც ნინა დაარქვეს.
10 სექტემბერს ნინა მაქაცარია გაქრისტიანდა. ნათლობის შემდეგ კი იყო წვეულება, რომელსაც უამრავი ცნობილი სახე ესწრებოდა
ასევე წლის მიწურულს ცნობილი გახდა, რომ ისინი მესამე შვილს ელოდებიან.

მომღერალ მარიამ ელიაშვილსა და ბიზნესმენ გიორგი მჭედლიძეს პირველი შვილი შეეძინათ
2025 წლის 25 მაისს, მარიმ ელიაშვილსა და ბიზნესმენ გიორგი მჭედლიშვილს ვაჟი შეეძინა. ინფორმაცია და ფოტო ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში გაავრცელა. პატარას საბა დაარქვეს.
მომღერლის ცხოვრება 2024 წელს საგრძნობლად შეიცვალა. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მარიამი რაც დაქორწინდა საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა. მას მდიდრული ქორწილიც ჰქონდა.

გიორგი კეკელიძე მამა გახდა
2025 წლის 7 მაისს, ქართველ პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილ გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე მამა გახდა.
„დღეს კეკე კეკელიძე დაიბადა.
მე იქ ვიდექი, სადაც მარიამი იწვა. თვალები დახუჭული მქონდა და შეიძლება ვლოცულობდი. შეიძლება, რადგან არის ლოცვა, რომელიც არ გახსოვს, რადგან ამ ლოცვას სხეულად სიტყვები არ აქვს და ეს არის ყველაზე დიდი და ძლიერი ლოცვა. ლოცვა ღელვისას.
თვალი რომ გავახილე, მამაჩემმა სიგარეტი გამომიწოდა. გამიკვირდა - რა უნდოდა აქ, მკაცრი წესებით მოცულ ოთახში სიგარეტს. სიგარეტი გამიკვირდა. მამაჩემი რომ იყო - არა. „მე ხომ არ ვეწევი“ - ვუთხარი მამაჩემს და მამაჩემმა მითხრა - „აღარც მე. გადააგდე“.
„მაგრამ შენ ხომ...“ - და აღარ გამაგრძელებინა. პირზე თითი მომადო. მერე გაიღიმა და გავიდა.
გუშინ მისი დაბადების დღე იყო. დღეს კეკესია. მამაჩემი ათი წლის. წინ გარდაიცვალა. მამაჩემს სიგარეტი უყვარდა. კი არ უყვარდა, სულ სევდით იყო და ღელვით და ამით ცდილობდა მოკვლას. და მგონი იქაც ეწეოდა. დღეს გაცოცხლდა და სიგარეტი გადააგდო, რადგან კეკე დაიბადა.
ჰოდა, გულისცემა, რომელიც აქამდე გვესმოდა - დავინახეთ.
და ჩვენ, მარიამმა და მე, კეკეს დავახვედრეთ ფიქრი, სადაც ასე წერია:
ვიცით, რომ სიცოცხლე, რომელიც ჩვენგან მოგეცა, არის მეტწილად უსამართლო და დედამიწა, დიდწილად, უგვანი ფიქრების ასპარეზი. ვიცით, რომ იმ წლებში, რომელიც დღეიდან აითვლება, აუცილებლად დაგხვდება ტკივილი, დარდი, შური, ცილისწამება და ღალატი და ყველა ეგ ტკივილი წინასწარ გვტკივა და ყველა ეგ დარდი ჩვენიცაა წინასწარვე. ამის გამო პასუხისმგებელი ვართ.
მაგრამ რადგანაც, ჯერ კიდევ არსებობს სიკეთე, სინანული, მიტევება, თანაგრძნობა და სიხარული და ამის გამოც ვართ პასუხისმგებელი, ვეცდებით, რომ გასწავლოთ, რაც გვინახავს და გამოგვიცდია, რაც შეგვშლია ან ამ წუთისოფელს შეშლია ჩვენთან, რათა მცირე მეხამრიდად მაინც გამოვდგეთ და ისე გაიარო ადამიანად ყოფნის მისტერია, რომ იცოდე - ადამიანი არის ცოდვა, რომელსაც ჩაიდენს და მოინანიებს.
მეტი არაფერი. ან ამაზე მეტი რა უნდა იყოს? ეს არის მთავარი ძალა, რითაც ღმერთს ემსგავსება.
დაუშვი შეცდომები, იტირე, იცინე, იგრძენი დარდი და შეადარე სიხარულს. იგრძენი სიხარული და დარდს შეადარე.
იყავი ადამიანი. ჩვენ შენ გვიყვარხარ“, - წერდა გიორგი კეკელიძე.


⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕2026 წლის მთავარი პალიტრა - ცნობილია, რა ფერებით მოიგებთ „ცეცხლოვანი“ ცხენის გულს


