
ჭარბ წონასთან ბრძოლა თანამედროვე სამყაროში სულ უფრო აქტუალური ხდება. დღესღეობით ზედმეტ კილოგრამებს უამრავი ადამიანი ებრძვის.
საყვარელ საკვებზე უარის თქმა არც ისე მარტივია, მაგრამ ჯანმრთელობის და სილამაზის გამო ზოგი ამას მარტივად თმობს.
წონის თემა აქტუალობას დღესაც არ კარგავს. მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი უცხოური სამოდელო სააგენტოები აქტიურად იყენებენ ჭარბწონიან ადამიანებს ჟურნალის გარეკანზე თუ დეფილეზე გასასვლელად. დღემდე არსებობს სტიგმა მსუქანი და გამხდარი ადამიანის.
თემის აქტუალურობიდან გამომდინარე დღეს ამ სტატიაში „დაიჯესტი“ გთავაზობთ იმ ქართველ სელებრითებს, რომლებმაც წონაში დაიკლეს და ამით უამრავ ადამიანს მისცეს სტიმული.
ჩცდ-ის მსახიობი ნანუკა გულუა, იგივე დოჩი ეკრანზე გამოჩენამდე 100 კგ-ზე მეტს იწონიდა, თუმცა როგორც თავად ამბობს 18-საათიანი დიეტით სასურველ შედეგ მიაღწია და მას შემდეგ წონაში არ მოუმატია და დღეს ის არაჩვეულებრივ ფორმაშია.
ცნობილმა ქართველმა კომპოზიტორმა მაიკო კაჭკაჭიშვილმა ბოლო დროს საგრძნობლად დაიკლო წონაში და როგორც ჩანს, საკუთარი გამოცდილების გაზიარებას არც იმ ადამიანებისთვის იშურებს, რომლებსაც ჭარბწონიანობასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს.
„მეგობრებო, ჩემს ირგვლივ ბევრმა გაიკეთა კუჭის ოპერაცია, მაგრამ იმდენად უყვართ ჭამა და არა უყვართ საკუთარი თავი, რომ ისევ გასუქდნენ, „იჩალიჩეს“ და მაინც გასუქდნენ. ასე რომ, ვიღებ ისეთ საკვებს, ამდენი წვალება წყალში რომ არ ჩავყარო, როგორც სხვებმა გააკეთეს.
ასე რომ, ყველა ნაოპერაციევს ნუ შემადარებთ, ძალიან გთხოვთ. მე დღემდე წონის პრობლემას ვებრძვი და არ დავნებდები. ეს არაა მარტივი საქმე, მაგრამ თუ სურვილი გაქვთ, ყველაფერი მარტივად ხდება. ამიტომ არის „კაჭოს ჭკვიანი კვება“ იდეალური. ის ნაოპერაციევ ხალხსაც არ აძლევს უფლებას რომ გასუქდნენ“, - წერდა მაიკო კაჭკაჭიშვილი.
ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის დიეტებისადმი დამოკიდებულება ყველასათვის ცნობილია. ტელეწამყვანი ბოლო დროს ძალიან გახდა. ამ ყველაფერს მან არაერთი დიეტისა და რაც მთავარია ჯანსაღი ცხოვრების წესის შედეგად მიაღწია.
მან ბოლო წლებში არაერთი დიეტა სცადა და წონის შესამჩნევი დაკლებით ერთგული მაყურებელი არაერთხელ გააოცა.
ყველასათვის ცნობილი და საყვარელი ექიმის, შოუმენ ოთარ ტატიშვილის წონის კლების საიდუმლო დღემდე საინტერესოა, მან 42 კილო დაიკლო.
„თუკი ადამიანს არ აქვს მართლა სერიოზული ენდოკრინოლოგიური პრობლემა და არ საჭიროებს ექიმის ჩარევას, მაშინ ყველაფერი იწყება ნებისყოფით. მე შევძელი და ერთი წლის განმავლობაში აბსოლუტურად ყველგან - წვეულებაზე, დაბადების დღეებზე, ახალ წელს, აღდგომას, მივდიოდი საკუთარი კონტეინერით. თავიდან დავიწყე ცილების დიეტით, ორი თვის განმავლობაში გავაკეთე ცილების დიეტა, შემდეგ აქტიურად დავიწყე ცურვა“, - ამბობს ოთარ ტატიშვილი.
ექიმის თქმით, ცილების დიეტის შემდეგ გადავიდა შერეულ კვებაზე, მაგალითად, ერთ დღეს თუ ჭამს მხოლოდ ხილს და ბოსტნეულს და არავითარ შემთხვევაში არ ურევს ცილას, მეორე დღეს ჭამს მხოლოდ ცილებს.
ბაჩო ქაჯაია
მსახიობი ბაჩო ქაჯაია შუა ქალაქის შემდეგ, ეკრანზე რადიკალურად შეცვლილი გარეგნობით და სრულიად ახალი ამპლუით დაბრუნდა. მაყურებელი მსახიობის ტელეწამყვანობაზე მეტად მისმა დაკლებულმა კილოგრამებმა გააკვირვა. ბოლო 2 წლის განმავლობაში ბაჩომ 50 კილო დაიკლო. პარადოქსია, მაგრამ დღეს ქართულ ტელესივრცეში მაყურებელი ერთდროულად ორ სხვადასხვანაირ ბაჩო ქაჯაიას უყურებს.
და თქვენ რას ფიქრობთ, ყველას მოუხდა წონაში კლება?
🔘აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵უზარმაზარი სახლი, დეპრესია, მეუღლე - გვანცა დარასელიას პირადი