Digest Logo

ცნობილია, დაისვენებენ თუ არა სკოლები 6 მაისს - გიორგობას

1777985074
ფიზ-მათში კორონავირუსი დადასტურდა

6 მაისს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობას აღნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დადგენილი უქმე დღეების ჩამონათვალში 6 მაისი არ არის განსაზღვრული, მშობლებს ყოველწლიურად მაინც უჩნდებათ შეკითხვა, დაისვენებენ თუ არა აღნიშნულ დღეს სკოლები.

თუმცა როგორც ყოველ წელს, წელსაც 6 მაისს სკოლები არ ისვენებენ და სასწავლო პროცესიც ჩვეულ რეჟიმში წარიმართება. 

აღსანიშნავია, რომ გიორგობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება: 6 მაისს – წმინდანის აღსრულების დღეს, 23 ნოემბერს კი მისი წამების დღეს. 23 ნოემბერი საქართველოში ოფიციალურად უქმე დღეა.

2025-2026 სასწავლო წლის დასრულებამდე კი შემდეგი უქმე დღეებია:

9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე

12 მაისი - ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე.

17 მაისი - ოჯახის სიწმინდის დღე.

26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ნიცა თავაძე პატარა დამიანე კვარაცხელიას ფოტოს გვიზიარებს

🎥 „ყველა კუთხე და ნივთი ძვირფასია“ - დაათვალიერეთ ციცინო შურღაიას სახლი

⭕„გამორჩეული წყვილი“ - კახა კალაძე მეუღლესთან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს