ტრენერი, პროგრამის „რეთრითი“ ხელმძღვანელი, ადამიანი, რომელიც საზოგადოებას სულიერ ტრანსფორმაციაში ეხმარება - ლევან მათითაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო პოსტს აქვეყნებს.
მისი თქმით, არ არის საჭირო არაფრის გაძლება და ლოდინი, იგი საზოგადოებას ურჩევს იყვნენ ყველაფრისთვის მადლიერები.
„თუ ადამიანი მოიხმარს ემოციებს, ნარკოტიკს, ალკოჰოლს, ურთიერთობას ან თამაშს იმისთვის, რომ დარდი დაახრჩოს, უთხარით მას, რომ დარდი მაგრად ცურავს!
გაძლება - ზე თუ ცხოვრობ, ან თუ ბავშვობიდან დაჯერება გაქვს, რომ შენ უნდა გაუძლო რაღაც ვითარებებს და მდგომარეობებს, გილოცავ!
- შენ ტანჯვაში ხარ და სულ დაჯილდოებას ეძებ ქვეცნობიერად. ამიტომ იძახი, რომ გჭირდება რაღაცით განტვირთვა, რომ ცხოვრებამ დაგღალა და ა.შ.
ამიტომ ხარ სულ ვიღაცის კრიტიკაში და განსჯაში, რომ ხარ გაძლებაზე, უძლებ, ანუ ხარ სულ დაჭიმული, თითქოს სულ რაღაცას ელოდები და გეხარჯება ბევრი ძალისხმევის ენერგია.
მოეშვი, არ არის საჭირო არაფრის გაძლება და ლოდინი, ამოიგდე თავიდან სიტყვა - გაძლება და იყავი ყველაფრის მადლიერი, ასე გაგეხსნება სიმშვიდისკენ გზა“, - წერს ლევან მათითაშვილი.
⭕ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„დღეს საღამოს, სახლში დაბრუნებისას, ჩაიხედეთ სარკეში, გაიღიმეთ და თქვით...“ - პარასკევის რიტუალი