Digest Logo

„თუ ეჭვიანობა გაწუხებთ, დაწვით სახლში და წარმოიდგინეთ...“ - გარდა სამკურნალო თვისებებისა, რისთვის იყენებენ როზმარინს?

1772626807
როზმარინიროზმარინი

ამ მცენარის სწორი გამოყენებით შესაძლებელია წმენდა, ძილის გაუმჯობესება, კონცენტრაცია, მეხსიერების გაუმჯობესება და მრავალი სხვა. „მასკულინური“ მცენარე.

ელემენტი: ცეცხლი

ღვთაებები: აფროდიტე, ჰებე, პერსეფონე.

(ლათინ.Salvia rosmarinus) - ფიზიკურ დონეზე არეგულირებს მაღალ წნევას, აჩერებს თმის ცვენას, აჩერებს თავის ტკივილს, პერისტალტიკის პრობლემებს, აუმჯობესებს იმუნურ სისტემას.

მენტალურ დონეზე საუკეთესო საშუალებაა კოშმარული ძილისგან, ამ მცენარის გამოყენების შემდეგ მშვიდი და ხარისხიანი ძილი გექნებათ.

კურნავს გულმავიწყობას.

1. დასწავლის გასაუმჯობესებლად როზმარინი ატარეთ სხეულთან ახლოს (მაგ:ჯიბეში, ხელში). ის დაგეხმარებათ ინფორმაციის სწრაფად და მარტივად ათვისებაში.

2. დამწვარი როზმარინის კვამლი წმენდს არასაჭირო ინფორმაციას, გეხმარებათ მედიტაციაში, ამშვიდებს გონებას და წმენდს ნეგატივისგან.

3. ერთ-ერთი საშუალება კონცენტრირებისთვის და ინფორმაციის დასწავლის გასამარტივებლად გახლავთ როზმარინის ჩაი, რომელიც ასევე ეფექტურია ამ პროცესების გასამარტივებლად.

4. თუ გულმავიწყობა გაწუხებთ და გსურთ გაიხსენოთ რაიმე, ძილის დროს ბალიშის ქვეშ დაიდეთ როზმარინის პატარა ფოთოლი, ის დაგეხმარებათ გახსენებაში.

5. თუ ეჭვიანობა გაწუხებთ თქვენი ან თქვენი პარტნიორის მხრიდან, დაწვით როზმარინი სახლში და წარმოიდგინეთ, რომ აბსურდული ეჭვები ქრება.

6. თუ გსურთ, რომ არ გახდეთ ჭორის საგანი, თქვენს საწოლთან ან სამუშაო მაგიდასთან აუცილებლად იქონიეთ როზმარინის ტოტი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ჩემო საუკეთესო მეგობარო, მიყვარხარ სამუდამოდ!“ - ვატო არველაძე იუბილარია

„კონტროლის სურვილია, ცდილობს მომავალს ფორმა მისცეს, განსაზღვროს ადამიანები და როცა მოლოდინი იშლება, ადამიანი გრძნობს ღალატს“ - რას წერს თეო ხაბულიანი

♎️სასწორების გაზაფხული: ძველი ციკლის დასასრული და გათავისუფლება - „სხეულში სიმსუბუქე, გონებაში სიცხადე, კონტრაქტი დახურულია, გზა ხსნილი“

წყარო: grimoire.ge