Digest Logo

„თუ მიცვალებული თავისთან გვეძახის, არც თუ ისე კარგი ნიშანია...“ - რატომ უნდა დავაკვირდეთ წინასააღდგომო პერიოდში სიზმრებს?

1775389620
სიზმარში სირბილი

რატომ უნდა დავაკვირდეთ წინასააღდგომო პერიოდში სიზმრებს? - აღნიშნულ საკითხზე ვრცელ პოსტს „წინასწარმეტყველი ანასტასიას“ გვერდი აქვეყნებს:

„აღდგომის წინა დღეებში დასიზმრებული სიზმრები წინასწარმეტყველურად მიიჩნევა.

ამ პერიოდში ხშირად გვესიზმრებიან მიცვალებულები, ეს არის დრო როდესაც განსაკუთრებით ძლიერდება სულიერი კავშირი ჩვენსა და წასულებს შორის.

ეს არ არის საშიში სიზმარი, ხშირად მიცვალებულები ზეციდან გვაფრთხილებენ და გვითითებენ სწორ გზას.  

როდესაც მიცვალებული გვესიზმრება როგორც ცოცხალი, კარგად გამოიყურება და ველაპარაკებით. ეს არის საუკეთესო ნიშანი. ე.ი მალე ძალიან კარგი, პოზიტიური ცვლილებების წინაშე დავდგებით.

თუ მიცვალებული სიზმარში რამეს გვთხოვს, ეს ნიშნავს რაღაც შეუსრულებელ ვალდებულებას მის წინაშე, ამ შემთხვევაში გააძლიერეთ ლოცვა და დაუნთეთ სანთლები.

თუ მიცვალებული თავისთან გვეძახის, არც თუ ისე კარგი ნიშანია. ამ შემთხვევაში მეტი სიფრთხილე გვმართებს და ასევე ჯანმრთელობაზე ყურადღების გამახვილება.

თუ მიცვალებული სიზმარში რამეს გვაძლევს ელოდეთ მოულოდნელ შემოსავალს და ფინანსურ მატებას.

თუ აღდგომის წინ გვესიზმრება სუფთა , კამკამა წყალი , ეს ნიშნავს რომ რომ თქვენს ცხოვრებაში მშვიდი, ბედნიერი პერიოდი იწყება.

მღვრიე წყალი, ტალახი, მეწყერი სიზმარში არის ნეგატიური ემოციების მოჭარბება, შინაგანი მერყეობა, არეულობა ფიქრებში და მოსალოდნელი სირთულეები. ასეთი სიზმარი გაფრთხილებთ ინტრიგებზე და ღალატზე პირადი თუ სამსახურებრივი პარტნიორების მხრიდან.

თუ გესიზმრათ მზე და სინათლე ეს არის ძლიერი სიმბოლო, რომელიც განასახიერებს ენერგიას, სიცოცხლეს, წარმატებას და საუკეთესო პერიოდის დასაწყისისას თქვენს ცხოვრებაში.

თვითმფრინავი რომელშიც ზიხართ და მიფრინავთ - სწრაფი და პოზიტიური ახალი ამბავი, ისეთი ოცნების ახდენა რომელზედაც არც კი საუბრობდით სხვებთან.

კიდევ ბევრნაირი სიზმარი არსებობს და ბუნებრივია რომ ყველას ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ მნიშვნელოვანი ის არის რომ წინასააღდგომო სიზმრები ძალიან მალე ხდება. თუ შეძლებთ აუცილებლად დაიმახსოვრეთ ამ სიზმრების შინაარსი“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„რატომ ტიროდა ქრისტე იერუსალიმში შესვლისას, როცა მისი ნახვა ყველას უხაროდა?...“ - გიორგი ლობჯანიძე ბზობის დღესასწაულზე

⭕„უფლის სიყვარულით ვიცხოვროთ...“ - მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას ბზობის დღესასწაულს ულოცავს

⭕Artmemis 2-ის ეკიპაჟმა მთვარისკენ მოგზაურობის ფოტოები გააზიარა