
აფხაზეთიდან დევნილ 40 წლის ალიკა ცაავას, რომელიც ორ ქართველ მებრძოლთან ერთად უკრაინაში დაიღუპა, რამდენიმე დღეში მშობლიურ ქალაქ ჯვარში ჩამოასვენებენ.
მას სავარაუდოდ, ზუგდიდში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.
სიკვდილამდე, რამდენიმე დღით ადრე ალიკა ცაავა რუსთავში მცხოვრებ დეიდაშვილს, ჟანა ფაცაციას ესაუბრა.
ჟანა გამოცემა „პრაიტაიმთან“ ალიკა ცაავასთან ემოციურ საუბარს იხსენებს.
„ალიკა უკრაინელ ქალზე იყო დაქორწინებული, მათ წლები შვილი არ ჰყავდათ. აქ იმდენი უდედმამო ბავშვებია უნდა ვიშვილო-ო… ეს იყო მისი უდიდესი სურვილი. ისე განიცდიდა უკრაინის ამბებს, აქ წყდებაო საქართველოს ბედიო, ასე ამბობდა”,- აღნიშნა ცაავას დეიდაშვილმა.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„არასდროს დამავიწყდება ერთ-ერთი მღვდლის შებღავლება...“ - რას იხსენებს ბექა ყორშია
წყარო: primetime.ge