„რა მნიშვნელობის მატარებელია ადამიანის სახელი და უნდა დავარქვათ თუ არა ბავშვს გარდაცვლილი ადამიანის სახელი“ - ამის შესახებ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგი და ეზოტერიკოსი ქეთი ოდიშელი საუბრობს.
„თითოეული ბგერა და ვიბრაცია ადამიანის სახელში შეესაბამება გარკვეულ ციფრს. ამ კუთხით შეგვიძლია განსაზღვროთ, რამდენად წარმატებული იქნება ადამიანის კოდი, ამით შევარჩიოთ სახელი. გარდაცვლილების შემთხვევაში, მშობელმა უნდა გაითვალისწინოს რამდენად იღბლიანი, წარმატებული იყო ის ადამიანი და კმაყოფილი იყო თავისი ცხოვრებით, შემდეგ კი მოიძიოს გარდაცვლილი ადამიანის სახელის განმარტება, რას მოიცავს. სახელებში არის გარკვეული ინფორმაცია“, - ამბობს ქეთი ოდიშელი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: