Digest Logo

ვინ არის „კანონიერი ქურდი„ „დათო სვანი“, რომელიც ქურდულ სამყაროში სიმამრის დახმარებით მიიღეს და მის წინააღმდეგ რუსეთში საქმე აღიძრა

1615274340
კანონიერი ქურდი

უცხოური გამოცემის lenta.ru-ს ინფორმაციით, ქარ­თვე­ლი ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის, 48 წლის და­ვით გერ­ლი­ა­ნის, იგი­ვე „დათო სვა­ნის" წი­ნა­აღ­მდეგ რუ­სე­თის შსს-მ ახა­ლი საქ­მე აღ­ძრა. საქმე 210.1 მუხ­ლით აღიძრა, რომელიც „კრი­მი­ნა­ლურ იერ­არ­ქი­ა­ში“ მა­ღა­ლი სა­ფე­ხუ­რის და­კა­ვე­ბას გუ­ლის­ხმობს.

რო­გორც უცხოური გამოცემა წერს, „დათო სვანი“ რამ­დენ­ჯერ­მეა ნა­სა­მარ­თლე­ვი. 1992 წელს სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გში ის ქურ­დო­ბის გამო და­ა­კა­ვეს, ხოლო 2001 წელს ცი­ხე­ში ყა­ჩა­ღო­ბის ბრალ­დე­ბით მოხ­ვდა.

2014 წელს თურქეთში გამართულ შეხვედრაზე და­ვით გერ­ლი­ა­ნი ქურდულ სამყაროში მიიღეს.

„კა­ნო­ნი­ერ ქურ­დად“ გიგა ვიბ­ლი­ან­მა და მინ­დია გო­რა­ძემ, იგი­ვე „ლა­ვა­ს­ოღ­ლიმ“ აკურ­თხეს.

გერლიანი 2011 წელს 75 წლის ცნობილი ქართველი „კრიმინალური ავტორიტეტის“ ვალიკო ჯეჯიას სიძე გახდა, ყველასთვის ცხადი გახდა, რომ გერლიანის „კანონიერი ქურდობა“ უკვე დროის საკითხი იყო. სწორედ ამან ითამაშა მნიშვნელოვანი როლი, მისი ქურდულ სამყაროში მიღებისას.

სოხუმში დაბადებული „დათო სვანი“ „კრიმინალურ ავტორიტეტთა“ იმ კატეგორიას მიეკუთნებოდა, რომელიც ზედმიწევნით იცავდა „ქურდულ კოდექსს“, მან ცხოვრების თითქმის ნახევარი, ჯამში ოცი წელი, ციხეში გაატარა.


🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ვინ იყო კანონიერი ქურდი „შმუთი“ და რატომ ამოთხარეს საფლავიდან

როგორ გამოიყურება ქართველი „კანონიერი ქურდების“ საფლავები - ფოტოები

ვინ არის ყველაზე ახალგაზრდა ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი?