
გლობუსი არის პლანეტის ან ცის სფეროს სფეროსებური მოდელი, რომლის ზედაპირზე, ცისა და პლანეტის ობიექტები, შემცირებული სახით არის ასახული. თუ ვიკიპედიას დავუჯერებთ, პირველი გეოგრაფიული გლობუსი ნიურნბერგელმა მარტინ ბეჰაიმმა, 1492 წელს შექმნა, თუმცა...
ანტიკური პერიოდის წყაროებში ვკითხულობთ, რომ ჩვენს წელთაღრიცხვამდე II საუკუნეში, ძველბერძენმა ფილოსოფოსმა, არისტოტელეს მიმდევარმა და პერგამონის ბიბლიოთეკის მცველმა, კრატეს მალოსელმა მრგვალი ფორმის დედამიწის მოდელი დაამზადა. არც ამ მოდელს, არც მის გამოსახულებას ჩვენამდე არ მოუღწევია, თუმცა ისინი, ვინც უძველესი გლობუსი საკუთარი თვალით ნახა, ასე აღწერდნენ: „კრატესმა ბურთზე ერთიანი ხმელეთი დახატა. მას ნაწილებად ყოფდნენ მდინარეები, რომლებიც ოკეანეებად იწოდებოდა…“
ჩვენს დრომდე მოღწეულ ყველაზე ძველ გლობუსად 54 სანტიმეტრის დიამეტრის მქონე მოდელი მიიჩნევა, რომელიც 1492 წელს გერმანელმა გეოგრაფმა, მოგზაურმა და მათემატიკოსმა მარტინ ბეჰაიმმა შექმნა. ეს გლობუსი დღეს ნიურნბერგის მუზეუმში ინახება.
ბეჰაიმმა თავის ქმნილებას „დედამიწის ვაშლი“ უწოდა (ტერმინი გლობუსი, ლათინური globus-ისგან წარმოიქმნა, რაც „ბურთს“ ნიშნავს).
მოგვიანებით, გლობუსები, რომლებიც ყველაზე ზუსტ კარტოგრაფიულ წარმოდგენებს იძლეოდნენ, მონარქების სასახლეებში, მინისტრების კაბინეტებსა და ევროპის მოდურ სახლებში გამოჩნდა. განათლებისა და შემეცნების სიმბოლოდ ქცეულ გლობუსებზე განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა სამეცნიერო წრეებსა და მეზღვაურებში იყო.
განსაკუთრებულად პოპულარული ამსტერდამელი ოსტატების - ბლაუების მიერ შექმნილი ჰოლანდიური გლობუსები იყო. მათვე დაამზადეს გლობუსი, რომელიც 1672 წელს რუსეთის მეფეს აჩუქეს და ეს იყო პირველი გლობუსი რუსეთში.
მეტის სანახავად გადადით ბმულზე:
⭕ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „გაზაფხულზე სიყვარული მოვა...“ - ეკა და ნუკა კვალიაშვილების შთამბეჭდავი შესრულება
წყარო: funtime.ge