Digest Logo

„ვისაც ნამდვილი სიყვარული არ განუცდია, გიმტკიცებს, რომ არ არსებობს... დასანანია, რომ მათ შეყვარება ვერ შეძლეს“ - გელა ჩარკვიანი

1676365988
გელა ჩარკვიანის მეუღლე

„სიყვარული ქალთან წოლის სურვილში კი არ ვლინდება (ეს სურვილი უთვალავი ქალის მიმართ ჩნდება), არამედ მასთან ერთად ძილის სურვილში (ეს მხოლოდ ერთ ქალს უკავშირდება)“, - წერს მილან კუნდერა „ყოფის აუტანელ სიმსუბუქეში“.

👉„ვუფრთხილდებოდი და ვმალავდი ყველასგან! ეხლაც მაჟრჟოლებს ის ალმური, რომელსაც მისი დანახვა მგვრიდა...“ - გურამ რჩეულიშვილი პირველ სიყვარულზე

ასეცაა, შეიძლება ბევრი ადამიანი შეგხვდეს ცხოვრების გზაზე, მაგრამ ის ერთი, „იმ ერთსა მიჯნურობასა“ სულ სხვა ხიბლი აქვს.

მწერალი - გელა ჩარკვიანი ფიქრობდა, რომ სიყვარულის გარეშე ადამიანი რეალიზებული არაა. 

👉„მეყურთბალიშეა, რომ სძინავს ეჩურჩულები: ახლაც მიყვარხარ, როგორც მაშინ...“ - ზაზა კოლელიშვილი სიყვარულზე

„იმდენჯერ ვილაპარაკე სიყვარულის თემაზე სხვადასხვა ტელევიზიის ეთერში, რომ დღეისათვის უკვე თამამად შეიძლება მეწოდოს სიყვარულის მეცნიერებათა დოქტორი. არ ვნანობ. გულწრფელი ვიყავი. არ ვპირფერობდი. სიყვარულზე დიდი ძალის მქონე გრძნობა ჯანსაღ ადამიანს არ გააჩნია. მას ვერც ანგარება, ვერც პატივმოყვარეობა/ამბიცია და ვერც მასებზე დომინირების სურვილი ვერ შეედრება. ერთი კია, სიტყვა სიყვარულს ადამიანები რამდენიმე ერთმანეთისაგან განსხვავებულ გრძნობას უწოდებენ.

ძველი ბერძნები ოთხი სხვადასხვა სახის სიყვარულს აღიარებდნენ – ოჯახურს, მეგობრულს, ღვთაებრივს და რომანტიკულს (Eros). სწორედ ეს უკანასკნელი გახსენდება პირველი, როცა სიტყვა სიყვარულს გაიგონებ.

ადამიანები, ვისაც ნამდვილი სიყვარული არ განუცდია, გეკამათებიან. ცდილობენ დაგიმტკიცონ, რომ სიყვარული არ არსებობს. არ მიკვირს, როგორ დაიჯერებ იმის არსებობას, რაც არ განგიცდია. დასანანია, რომ მათ შეყვარება ვერ შეძლეს, ანუ ვერ მოახდინეს საკუთარი პოტენციალის სრული აქტუალიზაცია და რომ მათი სულის სიღრმეში მთვლემარე სიყვარულის მარცვალს ჩაეძინა და ვეღარ აღმოცენდა. ან იქნებ ვცდები და ამ მარცვლით ყველას არ აჯილდოებს დედა ბუნება.

იქნებ სიყვარულსაც ნიჭი ესაჭიროება ისე, როგორც მუსიკას და მათემატიკას. „ნაგერალებს“ ნამდვილი სიყვარულის, როგორც უკურნებელი სენის თემა რეფრენად მისდევს, თუმცა ვერ ვიხსენებ სადმე მეთქვას, რომელს მივიჩნევ ამ ნამდვილ სიყვარულად.

ალბათ, ამგვარად უნდა მივიჩნიოთ ყრმობაში წარმოქმნილი ძლიერი გრძნობა, რომელიც საყვარელ ადამიანთან ოჯახური თანაცხოვრების პირობებში, არათუ ნელდება, არამედ პირიქით, იკრებს ძალას და, იმავდროულად, ინარჩუნებს პირვანდელ ეროტიკულ მუხტს.

არ ვიცი, იქნებ უსიყვარულოდაც შეიძლება იყო ბედნიერი. ადამიანის ფსიქიკა ელასტიკურია და შეუძლია სიყვარული სხვა, დიდად განსხვავებული პრიორიტეტით შეანაცვლოს. თუმცა მე მაინც იმ ბრძენი კაცის, ზიგმუნდ ფროიდის მჯერა, რომელიც სიყვარულს, შრომასთან ერთად, ბედნიერების აუცილებელ პირობად ასახელებდა“, - ამბობდა გელა ჩარკვიანი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ესეც 68 ახალგაზრდებს ნუ გეშინიათ! მშვენიერი ასაკი ყოფილა“ - მსოფლიო ბანი იუბილარია

🔵„დღეს მოერიდეთ ინტიმურ კონტაქტებს და ფულის სესხებას“ - მიხეილ ცაგარელი

🔵🎥 კაცი, რომელიც მიწისძვრიდან 138 საათის შემდეგ გადაარჩინეს, მაშველებს ხელზე კოცნის