სად ბინადრობენ შხამიანი გველები საქართველოში? - აღნიშნულ საკითხზე ოთარ ტატიშვილის საავტორო პოდკასტში „ოთარი ექიმო“, ჰერპეტოლოგმა, შოთა ზანდუკელმა ისაუბრა:
„საქართველოში ყველგან ბინადრობენ გველები. ასე კონკრეტულ ადგილს ვერ გამოვყოფთ. ზღვის დონიდან 3 000 მეტრამდეც კი გვხვდებიან. ასევე, გვხვდება შხამიანი გველების გავრცელების არეალები, განსაკუთრებით კი გიურზის, რომელიც ყველაზე სახიფათოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
გიურზა გველგესლაა, მაგრამ მასიური გველგესლა. დანარჩენი გველები ბინადრობენ ძირითადად ლოკალურ არეალებში. დიდი გავრცელების არეალები არ აქვთ, განსაკუთრებით მთის გველგესლებს, ისინი ბინადრობენ ისეთ არეალებში, სადაც ადამიანი ძირითადად მოგზაურობის დროს ხვდება ხოლმე. ეს არის ალპური ზონები, ნაშალი კლდეების ქვების ზონებში.
მსხვილრქოსანი გველგესლა მთელი თრიალეთის გასწვრივ ბინადრობს. ასეთი მცირე გავრცელების არეალი აქვთ, მთელი კავკასიონის არეალზე.
გიურზა უფრო ფართო მასშტაბებზე ცხოვრობს. დაწყებული ახმეტის მხრიდან, გამონაკლისია ლაგოდეხი, რადგან ნესტიანი მხარეა. ისევ გრძელდება მოდის, თბილისისკენ და შემდეგ სამშვილდის კანიონისკენ. თბილისში ხშირად გვხვდება, დაწყებული აეროპორტის მხრიდან, აფრიკა, ფონიჭალა, ორთაჭალა, შინდისი, ბოტანიკური ბაღი, რუსთავი, ბოლნისი მარნეული. სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში მოკლედ ყველგან არის გავრცელებული. ხშირად არის შემთხვევები, როცა დასახლებულ პუნქტებში ხვდებიან“, - ჰყვება შოთა ზანდუკელი.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 რას ნიშნავს მამასთან გატარებული დრო ბავშვისთვის - ფსიქოლოგის განმარტება
⭕ „21 ივლისი: ემოციური ფონი და სიფრთხილის დრო“ - რამაზ გიგაურის ასტროპროგნოზი