Digest Logo

„ბაღის აღმზრდელმა მცირეწლოვან აღსაზრდელზე ფიზიკურად იძალადა“ - შსს განცხადებას ავრცელებს

1779738053
ბავშვი და ძალადობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში არსებული ერთ-ერთი კერძო საბავშვო ბაღის აღმზრდელმა მცირეწლოვან აღსაზრდელზე ფიზიკურად იძალადა.

„მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველების მიერ ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რითაც ბრალდებულის დანაშაულებრივი ქმედება დასტურდება.

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „საბჭოთა იმპერიულმა მანქანამ ისე იმუშავა, რომ ეს დღე უნდოდათ ამოეშალათ საზოგადოების მეხსიერებისგან“ - ირაკლი ბათიაშვილი 26 მაისზე

⭕ „როცა ქვეყანამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ნოე ჟორდანიამ და მისმა მთავრობამ არაერთხელ შეცვალეს ტექსტი და 25 მაისის ღამეს გამოაცხადეს დამოუკიდებლობა“ - გოდერძი შარაშია

🎥 „თავს არ ვზოგავ, ღამეებს ვათენებ...მინდა, რომ ჩემს ვიდეოებს ფილმებივით უყურებდეთ“ - გიორგი ჯობავას თავგადასავალი ტანზანიაში