Digest Logo

ბათუმში 16 წლის მოზარდი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებთან შეხებისას დაიღუპა

1770409237
პოლიციაპოლიცია

ბათუმში უბედური შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, 16 წლის მოზარდი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებთან შეხებისას დაიღუპა.

როგორც ახალი ამბების სააგენტო „დაიჯესტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

შემთხვევა ქალაქში მდებარე ე.წ. ბონის ბაზართან მდებარე სარკინიგზო ხიდთან მოხდა. მომხდართან დაკავშირებით ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები უცნობია.  

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ბავშვობიდან მქონდა კომპლექსი, მეუბნებოდნენ, რომ დიდი ყურები მაქვს“ - მარიამ შენგელია

⭕აკნეს მიზეზი, შესაძლოა, შენი კბილის პასტა იყოს

⭕„შესაძლოა გეგმების შეცვლა დაგჭირდეთ მიიღეთ ეს მშვიდად და მოძებნეთ დადებითი მხარეები“ - 7 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი