ბათუმში, ყოფით ნიადაგზე დაწყებული სიტყვიერი შელაპარაკება, ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა.
თვითმხილველების თქმით, მხარეებს შორის დაპირისპირება მსუბუქი ავტომობილის პარკირების საკითხს მოჰყვა, რის გამოც შუახნის კაცი დაჭრეს.
დაშავებულს, კიდური მსუბუქად აქვს დაზიანებული. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. დეტალებს „დაიჯესტი“ შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „ნამყოფები არიან საქართველოში და ძალიან მოეწონათ...“- არუნ ხათრი ოჯახზე და მდიდრული სახლი დელიში