ინდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ ექსპერტი არუნ ხათრი საზოგადოებას პერიოდულად სასარგებლო ინფორმაციას უზიარებს „იუთუბის“ საკუთარ არხზე.
იგი ოჯახთან ერთად წლებია საქართველოში ცხოვრობს და ქართულ ენასაც კარგად ფლობს. მისი მეუღლე ქართველია, წყვილს სამი შვილი ჰყავს.
ამჯერად იგი „იუთუბიზე“ აქვეყნებს ვიდეოს, სადაც საზოგადოებას ოჯახის წევრებს აცნობს.
„დედაჩემი და მამაჩემი ნამყოფები არიან საქართველოში და ძალიან მოეწონათ. ამ სახლში მოვიდნენ ჩემი ცოლის მშობლებიც და აქ დავინიშნეთ. ჩემი რძალი, ძმის ცოლი ლექტორია უნივერსიტეტში და სამწუხაროდ აქ არ იმყოფება. ჩემი ბიძაც აქვე ახლოს ცხოვრობს“, - ჰყვება არუნ ხათრი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„ადამიანს ლხინი რომ ექნება მიულოცე, ჭირში კი მიუსამძიმრეო “ - მსახიობი ჯანო იზორია დედაზე