ბათუმში, შარტავასა და ხიმშიაშვილის ქუჩების გზაჯვარედინთან მდებარე მრავალსართულიან კორპუსიდან კაცი გადავარდა და დაიღუპა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.
შემთხვევის შესახებ სხვა დეტალები, ამ ეტაპზე, უცნობია.
შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: