Digest Logo

ბათუმში სროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

1780232614
ლენტი ლენტი

ბათუმში სროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ცნობებით, მოკლული შუა ხნის მამაკაცია.

შემთხვევა სევერიანე აჭარელის ქუჩაზე მოხდა, ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.

ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

როგორც „დაიჯესტს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 108-ე [განზრახ მკვლელობა - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით, ან უამისოდ] და 236-ე [ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების, ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა, ან გასაღება] მუხლებით მიმდინარეობს.

ინციდენტის მიზეზი და სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„თქვენი სული ეძებდა სიმართლეს მარტოობაში“ - ვინ იყავით წინა ცხოვრებაში

⭕ „ცეცხლოვანი ენერგია, რომელიც ფანტავს ყოველგვარ ბუნდოვანებას“ - თამუნა იოსელიანი 31 მაისის ლურჯ მთვარეზე

⭕ საფრანგეთში, „პსჟ“-ს გამარჯვების შემდეგ დაკავებულთა რაოდენობამ 400-ს გადააჭარბა