Digest Logo

„ბექა ჯაიანს ოფიციალურად ჩვენება არ მიუცია, დუმილის უფლებით სარგებლობს...“ - ბრალდებულის ადვოკატი

1726751819
კესარია აბრამიძე

37 წლის მოდელის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის ბექა ჯაიანი დუმილის უფლებით სარგებლობს.

აღნიშნულის შესახებ ჯაიანის ადვოკატმა, სალომე არდოტელმა ჟურნალისტებს დიღმის სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.

იგი დაკავებულს შეხვდა, თუმცა, ადვოკატის განმარტებით, მათი საუბარი კონფიდენციალურია და დეტალებზე ვერ ისაუბრებს. როგორც ადვოკატი ამბობს, ჯაიანს ოფიციალურად ჩვენება არ მიუცია.

„გასაუბრების შესაძლებლობა მქონდა, თუმცა, კომუნიკაცია, რომელიც ჩვენს შორის შედგა, კონფიდენციალურია. ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს. ჩვენება არ მიუცია, საქმის მასალებს არ ვიცნობ, ბრალის წარდგენა ხვალ იქნება”, - განაცხადა არდოტელმა.

ცნობისთვის, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 ვინ უნდა შეიკავოს თავი ფინანსების გაცემისგან და ზოდიაქოს რომელ ნიშანს მოუტანს ძირეულ ცვლილებებს დღევანდელი დღე? - ნინა სუსლოვა

⭕ „დედამ ჩამაბარა და მითხრა – ჩემს თბილ გოგოს თქვენ გაბარებთ, ვიცი არავის დააჩაგვრინებთ, უცებ გახდა მთელი კოლექტივის ლიდერი… ყველა ტკივილზე თუ სიხარულზე მე მირეკავდა, დედიკოს მეძახდა“ – კესარია აბრამიძის მეგობარი

⭕„ორი წელი ტოქსიკურ ურთიერთობაში ვიყავი, ბოლოს რომ მომვარდა მეზობელმა გადამარჩინა“ - რას წერდა კესარია აბრამიძე აპრილში?