Digest Logo

🎥 ვინ უნდა შეიკავოს თავი ფინანსების გაცემისგან და ზოდიაქოს რომელ ნიშანს მოუტანს ძირეულ ცვლილებებს დღევანდელი დღე? - ნინა სუსლოვა

1726738918
ნინა სუსლოვა

ვინ უნდა შეიკავოს თავი 19 სექტემბერს ფინანსების გაცემისგან და ზოდიაქოს რომელ ნიშანს მოუტანს ძირეულ ცვლილებებს, დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა - იუპიტერი?  -  ამის საკითხებზე ეზოტერიკოსმა და ასტროლოგმა ნინა სუსლოვამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა და ზოდიაქოს თორმეტივე ნიშანი დაახასიათა.

♈ ვერძი

ეცადეთ მოუსმინოთ სხვების რჩევებს და გაითვალისწინოთ და ახალი რამ შემოიტანოთ თქვენ ცხოვრებაში. ასევე იმოქმედეთ, რომ დაიწყოთ ახალი ურთიერთობები.

♉კურო

შეიძლება იყოს გაუთვალისწინებელი შემთხვევები იყოს და უსიამოვნო მოულოდნელობები. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ იმ საკითხებს, რომელიც დღეს თავს იჩენს და დღეს დაწყებული საქმეები დღესვე დაასრულოთ.

♊ ტყუპები

უმჯობესია თავი შეიკავოთ კომუნიკაციისაგან თუ გაქვთ საშუალება, დღევანდელი დღე უმჯობესია დაუთმოთ დასვენებას.

♋ კირჩხიბი

დღე ემოციურია, თუმცა ეცადეთ რომ ყველაფერს მარტივად შეხედოთ. არ არის სასურველი ფინანსური ხარჯები და რაიმე ახლის შეძენა.

♌ ლომი

თქვენთვის ეს დღე დატვირთული იქნება, როგორც დადებითი ასევე უარყოფითი მოვლენებით. ბევრი საქმე გექნებათ და მოგიწევთ დრო და ენერგია სწორად გადაანაწილოთ.

♍ ქალწული

დღევანდეი დღე დაუთმეთ ოჯახის წევრებს, არ არის სასურველი ზედმეტად დაიტვირთოთ და ახალი საქმე და ვალდებულება აიღოთ. თუ გაქვთ საქმე დაწყებული დაამთავრეთ, მაგრამ არ წახვიდეთ რისკზე და არ დაიწყოთ ახალი საქმე.

♎ სასწორი

გაფართოვეთ თქვენი მოქმედების არეალი. დაფიქრდით რა გინდათ, რა გსურთ და როგორ სჯობს მოქმედება. ეცადეთ დაიწყოთ ახალი საქმე და ყველაფერს ახალი თვალით შეხედოთ, მათ შორის საკუთარ თავსაც.

♏ მორიელი

დღეს სასურველია ყველას კარგად მოუსმინოთ დააკვირდეთ და ერთგვარი დასკვნა გამოიტანოთ ადამიანებთან ურთიერთობის დროს, რამდენად კეთილგანწყობილი არიან თქვენს მიმართ. ენდეთ ინტუიციას და მოახერხებთ რაღაც ახალი გაიგოთ საკუთარ თავზე და სხვებზე. 

♐ მშვილდოსანი

ეცადეთ იყო თავშეკავებული. შესაძლოა შეიძინოთ ახალი ნაცნობები, მაგრამ გახსოვდეთ ყურადღება მიაქციეთ თქვენ ქცევებს, რადგან არ თქვათ ისეთი რამ რასაც შემდეგ თქვენ საწინააღმდეგოდ გამოიყენებენ.

♑ თხის რქა

თუ გსურთ, რომ წარმატებას მიაღწიოთ უმჯობესია მარტივად შეხედოთ ყველაფერს და მარტივად იპოვოთ გამოსავალი.

♒ მერწყული

უმჯობესია დღევანდელი დღე ოჯახს დაუთმოთ. კონცენტრირდით იმაზე რაც უფრო მნიშვნელოვანია ემოციური თვალსაზრისით.

♓ თევზები

მნიშვნელოვანია ემოციური და ფიზიკური სიჯანსაღე. ეცადეთ დრო და ენერგია დაუთმოთ საკუთარ თავს და გადააფასოთ თქვენი ფიქრები და ერთგვარი დასკვნა გამოიტანოთ.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ „დედამ ჩამაბარა და მითხრა – ჩემს თბილ გოგოს თქვენ გაბარებთ, ვიცი არავის დააჩაგვრინებთ, უცებ გახდა მთელი კოლექტივის ლიდერი… ყველა ტკივილზე თუ სიხარულზე მე მირეკავდა, დედიკოს მეძახდა“ – კესარია აბრამიძის მეგობარი

⭕„ორი წელი ტოქსიკურ ურთიერთობაში ვიყავი, ბოლოს რომ მომვარდა მეზობელმა გადამარჩინა“ - რას წერდა კესარია აბრამიძე აპრილში?

⭕„ხელის თხოვნას აპირებდა“ - რას ამბობენ კესარია აბრამიძის მეზობლები?