Digest Logo

ბლოგერ უჩა აბაშიძეს ხუთი, მარიამ იაშვილს კი ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

1738668796
ბლოგერ უჩა აბაშიძეს 5, მარიამ იაშვილს კი 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

საქალაქო სასამართლომ ბლოგერი და სამხედრო ექსპერტი უჩა აბაშიძე და მის მეუღლე მარიამ იაშვილი წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნო.

გადაწყვეტილება მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ გამოაცხადა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, უჩა აბაშიძეს თავისუფლების აღკვეთა ხუთი, მის მეუღლეს კი, ოთხი წლის ვადით შეეფარდათ.

სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბლოგერი უჩა აბაშიძე 9 მაისს იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა.

შსს-მ დააკავა უჩა აბაშიძის მეუღლეც, მარიამ იაშვილი. ამასთან, როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, უჩა აბაშიძემ, მეუღლესთან ერთად, განიზრახა სხვადასხვა პირთა ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვება და შენახვა.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა საცხოვრებელ ბინაში ფარულად დაამონტაჟეს სხვადასხვა ვიდეო-აუდიო მოწყობილობები, რომელთა საშუალებითაც უკანონოდ ახორციელებდნენ სხვადასხვა პირთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებასა და შენახვას.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „შესაძლოა შეხვდეთ ადამიანს, ვინც თქვენი მეორე ნახევარი გახდება“ - 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

⭕„ჩემო სუნთქვა, გილოცავ შენს მეგობრებთან ერთად... მჭირდები მე და ყველას“ – ალექსანდრე მიქელაძე, რომელსაც ორ კვირაზე მეტია ეძებენ, იუბილარია

⭕„ეს ჩემი სამშობლოს გადარჩენის ბრძოლა არ იყო... დედაჩემი პატივს სცემს ჩემს აზრს, და მე მისას, არავის აქვს უფლება, ჩემით დედაჩემს ებრძოლოს“ - პასუხი ნანკა კალატოზიშვილსა და ეკა დემეტრაძეს