Digest Logo

🎥 „დანით 50 ჭრილობა აქვს მიყენებული... დაკავებულია 39 წლის მამაკაცი, მოკლულის მეგობარი და მეზობელი“ - მუხიანში მომხდარი მკვლელობის საქმე გახსნილია

1679602984
პოლიციის ლენტი

ცნობილი გახდა, რომ მამაკაცს, რომლის ცხედარიც 22 მარტს ლიფტში იპოვეს, დანით 50 ჭრილობა აქვს მიყენებული. განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა გახსნილია.

👉მუხიანში მომხდარი სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები - ცნობილია, ვინ არის მკვლელი და მოკლული

დაკავებულია 39 წლის მამაკაცი - მოკლულის მეგობარი და მეზობელი, რომელსაც წინასწარ დაგეგმილი დანაშაულისთვის ბენზინიც კი, მომარაგებული ჰქონდა.

მკვლელობის შემდეგ ემინ ალიევმა სისხლიანი ტანსაცმელი მეზობელ კორპუსში გამოიცვალა და მიიმალა, თუმცა შორს ვერ წავიდა, „კურიერის“ ინფორმაციით ის პოლიციამ იმავე უბანში: მუხიანში აიყვანა.

ასევე რუსთავი ორისთვის ცნობილი ხდება, რომ სისხლიან გარჩევას წინ უძღოდა სიტყვიერი შელაპარაკება და კონფლიქტი. გამოძიება ამ ეტაპზე არ საუბრობს დანაშაულის მოტივზე. დუმილის უფლებას იყენებს მკვლელობაში ბრალდებულიც, რომელსაც 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔘Mercedes-Benz G-Class-იდან მეტრომდე - ბექაური ლაქშერული ცხოვრების მიუხედავად მეტროთი მგზავრობს

🔵„ამ სიყვარულს ვერავინ და ვერაფერი მოერევა“ - რას წერს ქეთევან დუმბაძე

🎥 „ისე მიყვარდა, რომ ყველაფერს ვიტანდი“ - მარინა კარპი და გიგი დედალამაზიშვილი ერთმანეთის შესახებ