Digest Logo

„დიდი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და...“ - ცნობილია გონიოში, ავარიის შედეგად დაღუპული გოგონების ვინაობა

1749920892
დაღუპული გოგონების ვინაობა

ავტოსაგზაო შემთხვევას გონიოში სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია ორი ადამიანი. ცნობილი გახდა დაღუპულების ვინაობაც: მეგი ჯა­ი­ა­ნი, ანა მა­ხა­რა­ძე და სა­ლო­მე გორ­გა­ძე.

თვითმხილველების ინფორმაციით, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვი­სას ორი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი ერ­თმა­ნეთს შე­ე­ჯა­ხა, ხოლო ამის შემ­დეგ ერთ-ერთი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბილს და­ე­ჯა­ხა.

დაშავებულები კლინიკა „ბიემსიში“ არიან გადაყვანილები. შემთხვევა წვეულებათა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

„დიდი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. სამი ულა­მა­ზე­სი გო­გო­ნა დავ­კარ­გეთ. ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­ჩე­რე­ბულ სატ­ვირ­თოს შე­ე­ჯახ­ნენ. სას­წრა­ფოს ბრი­გა­დას სა­მი­ვე გო­გო­ნა და­ღუ­პუ­ლი დახ­ვდა. მათ­თან ერ­თად ორი ბიჭი იყო, რომ­ლე­ბიც კლი­ნი­კა­ში არი­ან გა­დაყ­ვა­ნი­ლი“, - ჰყვე­ბი­ან თვითმხილ­ვე­ლე­ბი.

მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა 276-ე მუხ­ლით და­ი­წყო.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„თუ გულის სიტყვის დონეზე არ დაამარცხე ცოდვა და ეშმაკი შენში, ის აუცილებლად განივთდება...“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

⭕„ირანი, დიდი ალბათობით, მკაფიოდ ბევრი ოდენობის კომბინირებულ შეტევებს მოაწყობს...“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე?

🎥 „ვტირი, ისეთი ბედნიერი ვარ...“ - რას წერს ნინა დრამა საქართველოზე და ქართველებზე

წყარო: www.ambebi.ge