ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, სოფელ ზუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად 21 წლის ახალგაზრდა დაიღუპა, ერთი პირი კი დაშავდა.
გავრცელებული ცნობით, მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.
ცნობილია დაღუპულის ვინაობაც, იგი შალე ბებიაა.
„ჩემი უბანი გლოვობს. შემეძლო ამ უწესიერესი, თავმდაბალი, პატიოსანი ბიჭისთვის გვერდი არ დამეთმო, მტკივა, ცრემლებში ვიხრჩობი წუხანდლის მერე. ნათელი სასუფეველი შენს სულს შალე“.
„ძალიან მძიმე ტრაგედია დაატყდა თავს წუხელ მუხურს. ერთადერთი შვილი დაკარგა ოჯახმა. სიტყვები უძლურია. ძალიან ვწუხვარ, ძალიან“, - წერენ დაღუპულის ახლობლები.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. 


🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ: