Digest Logo

🎥 გაიცანით ქალი, რომელიც 19 წელი „რუსთავი 2 -ში“ მუშაობს - „უამრავი ტრაგედია მოხდა ჩემ ცხოვრებაში და ახლა მეორედ დაბადებულს ვგავარ“

1748867462
 ნანა გოქაძე

1 ივნისს „რუსთავი 2-ის“ დაბადების დღე იყო. სამაუწყებლო კომპანია 31 წლის გახდა. 1994 წელს დაწყებული ისტორია გრძელდება. 

ისტორიის ახალ ფურცელს კი იმ ადამიანებთან ერთად წერს, ვისთვისაც „რუსთავი 2“ მხოლოდ სამსახური არ არის და ვინც დაუღალავად მუშაობს იმისთვის, რომ ერთ პატარა ოთახში დაწყებული ისტორია კიდევ დიდხანს გაგრძელდეს.
 
გადაცემა „შუა დღის“ გადამღებმა გუნდმა ნანა გოქაძის შესახებ მოამზადა სიუჟეტი, რომელიც  ცხრამეტი წელია რაც „რუსთავი 2“-ში მუშაობს და არხის ჩაცმა-მოწესრიგების მიმართულებით მუხლჩაუხრელად შრომობს და ამბობს, რომ აქაურობის გარეშე, ვერ გადაიტანდა იმ ქარტეხილებს, რომელიც ცხოვრების გზაზე უხვად შეხვდა.

„მე აქ, რომ არ მემუშავა შეიძლება დღეს არც ვყოფილიყავი, იმდენი პრობლემა გადავიტანე ერთ წელიწადში ძმა მეუღლე და მეუღლის 2 ძმა გარდამეცვალა. როცა აქ მოვდიოდი ამ მძიმე პერიოდში ეს სამუშაო გარემო ამ რთულ პერიოდს მატანინებდა. ახლა მეორედ დაბადებულს ვგავარ და მადლობა ამისთვის თანამშრომლებს“, - ამბობს ნანა გოქაძე. 

ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 რა ხდება კანონით, როცა არასრულწლოვანი პაციენტი ორსულადაა? - თამარ კერაძაიას რჩევები

🎥 „ახლა არ შეიძლება თქვენი გაჩერება, რადგან ვარსკვლავური დრო გაქვთ“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისაგან

⭕„ჩემი ულამაზესი ოჯახი“ - რა კადრებს გვიზიარებს თიკა ფაცაცია