
4 მარტს გორის კაპელის ხელმძღვანელი თეონა ცირამუა ტყუპი გოგოების დედა გახდა. წყვილმა შვილებს კირა და თუთა დაარქვა. თეონა ცირამუამ კლინიკა „ანიმაში“ იმშობიარა.
ამჯერად იგი სტუმრად ოჯახთან ერთად გადაცემაში „პოსტ ალიონი“ იმყოფებოდა, სადაც დედის ამპლუაზე ისაუბრა:
„ხმაურსაც ვაჩვევთ ხოლმე ბავშვებს. ძალიან მაგრად ამობზრიალდა ჩვენი ცხოვრება. მე და გოჩამ გადავწყვიტეთ, რომ ექვს თვემდე მაინც ბავშვებთან გამეტარებინა დრო, დეკრეტი მაქვს აღებული, თუმცა გუნდთან კომუნიკაციას მაინც არ ვწყვეტ. ჩვენ ვზრდით. მე რომ გავდივარ სახლიდან გოჩა იტოვებს ბავშვებს. ისე არის დასპეცებული, რომ ბოლოს ალბათ, ძიძად გოჩას ავიყვან. კაცებს მაინც უჭირთ, მაგრამ გოჩა ყველაფერს აკეთებს.
ხასიათებით ძალიან განსხვავებულები არიან. თუთა ტიროდა ვსაუზმობდით, ცოტა მქონდა დარჩენილი. მივედი და ვუთხარი - გეხვეწები, სულ 5 წუთი მაცადე მეთქი. გაჩერდა და ჩაიძინა. ასე გაუკეთა გოჩასაც და ჩემ რძალსაც. თითოს ესმის და ითვალისწინებს. მეორე საერთოდ არა.
ბევრი რამე შეიცვალა. ცხოვრების აზრი შეიცვალა, პასუხისმგებლობა გაჩნდა ბევრად დიდი. მეშინია ამ პასუხისმგებლობის. შენ ხარ პასუხისმგებელი, როგორ გზაზე დადგება შვილი. რთული ყოფილა. გაჩნდა თუ არა ბავშვები, მაშინვე გაჩნდა სადარდებელიც“, - ჰყვება თეონა ცირამუა.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ Sport.fr: პირველი ნაბიჯი გადადგმულია, „იუვენტუსმა“ მიქაუტაძის შესახებ „ლიონს“ მიმართა