Digest Logo

გორში 24 წლის კაცმა ცოლს ყური მოაჭრა, თავად კი თვითდაზიანება მიიყენა

1750277039
ლენტილენტი

გორში, კვერნაქის დასახლებაში, კაცმა ცოლი დაჭრა.

გავრცელებული ცნობით, 24 წლის კაცმა, ასევე, 24 წლის ცოლს ყური მოაჭრა, თავად კი ყელი გამოიჭრა.

არსებული ცნობით, ახალგაზრდა ქალი კლინიკაშია გადაყვანილი. კლინიკაშია, ასევე, გადაყვანილი 24 წლის კაცი. 

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.

მომხდარის შესახებ სხვა დეტალი, ამ ეტაპზე, უცნობია.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19-109 მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მძიმე გარემოებაში მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცამეტიდან ჩვიდმეტ წლამდე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ვეხმარებით იცხოვრონ აწმყოში, აქ და ახლა შექმნან საკუთარი მომავალი...“ - რა არის არტთერაპია?

🎥 „ძირითადად ურთიერთობებში ყველაზე ხშირი პრობლემა არის ღალატი...“ - რას ჰყვება ურთიერთობების ქოუჩი

⭕„ანგარიშს რომ ვხსნი და ვხედავ თანხა მიღიმის, თან მეუბნება, დამხარჯე, მარკოო, მაშინ ნამდვილი ომი იწყება...“ - მარკუს მეტრეველი