
ლოს-ანჟელესში, 47 წლის ალექსანდრე მოდებაძე მოკლეს.
მკვლელობაში 3 ქართველი არის (38 წლის პაატა ყოჩიაშვილი, 46 წლის ზაზა ოთარაშვილი და 52 წლის ბესიკ ხუციშვილი) ეჭვმიტანილი.
პოლიციამ 26 აპრილს ვუდლენდ ჰილზში მომხდარი მკვლელობის შემდეგ სამივე მათგანი დააკავა და თითოეულს 2 მილიონი დოლარის გირაო შეეფარდა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები ალექსანდრე მოდებაძის სახლში შეიჭრნენ, მსხვერპლი სასიკვდილოდ სცემეს, შემდეგ გაძარცვეს და გაიქცნენ.
„ძალიან ბევრი შემიძლია შენზე ვილაპარაკო, მთელმა ჩემმა ცხოვრებამ ერთ წუთში გაირბინა, ეს ამბავი რომ გავიგე. ძალიან გვიყვარხარ და ყოველთვის გვემახსოვრები, იქ შენი მაგარი მშობლები და ბიჭები გელოდებიან. მადლობა ყველაფრისთვის“,
„R.I.P. „ჩუნჩო“... როგორ მტკივა გული, როგორ არ დაახალე ტყვია შუბლში, როგორ ენდე? როგორ? რატომ?“,
„როგორ მატკინე გული ალეკო. როგორ შეიძლებოდა ვინმეს გაემეტებინე შენ. ყველას ტკივილი გტკიოდა და გულთან მიგქონდა. ყველას გვერდში ედექი და ხელგაშლილი ეხმარებოდი ქართველებს, მაგრამ ისევ მოძმემ გაგიმეტა... ეს როგორ შეიძლებოდა.. ალეკო, მე სანამ ცოცხალი ვიქნები, არასოდეს დამავიწყდება შენი ადამიანობა, შენი სიტყვები ახლაც ჩამესმის ყურში. როგორ მიხაროდა, ასეთი რეალური და ზღვა სიკეთით სავსე ადამიანი რომ გაგიცანი. შენ ნამდვილი კაცური კაცი იყავი და ასეთი კაცური სახელით იცოცხლებ ყველას გულში“, - წერენ მოკლულის ახლობლები სოციალურ ქსელში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕გურამ ქუთათელაძე UFC-დან გაუშვეს - რა დეტალები ხდება ცნობილი?