Digest Logo

„მამა-შვილი 8 წლის გოგოზე ერთადაც და ცალ-ცალკეც ძალადობდა“ - რა ვიცით პედოფილიაში ბრალდებული მამა-შვილის შესახებ

1624775960
სასჯელი

სამეგრელოში უმძიმესი დანაშაული მოხდა, რამაც მთელი საქართველო შეძრა. 63 წლისა და 36 წლის მამა-შვილმა 8 წლის გოგოზე სექსუალურად იძალადა.

23 ივნისს პოლიციას გოგონას ოჯახმა მიმართა და ფაქტზე გამოძიება დაიწყო. სამართალდამცველებმა მამა-შვილი, ბ.გ. და ზ.გ. იმავე დღეს დააკავეს.

„დამაფიცა არავის უთხრაო, ტკივილებს ვეღარ გაუძლო და მითხრა..." - რას ჰყვება გაუპატიურების მსხვერპლი 8 წლის გოგონას დედა

„განადგურებული ვარ, ყველას ბოდიშს ვუხდი, მანიაკებთან ვცხოვრობდი" - 8 წლის გოგოს გაუპატიურებაში ბრალდებულის მეუღლის პირველი ინტერვიუ

გამოძიებით ირკვევა, რომ მამა-შვილი გოგონაზე ერთადაც ძალადობდა და ცალ-ცალკეც.

როგორც ცნობილია, დანაშაულის გაცხადების შემდეგ, მეზობლებმა ბრალდებულებს შურის ძიების მიზნით, სახლი გადაუწვეს.

„სხვისი სახლის დაწვა დანაშაულია... დარწმუნებული ხართ, რომ გამოქვაბულში გინდათ დაბრუნება“ - ბაია პატარაია

როგორც ადგილობრივები ჰყვებიან 63 წლის მამაკაცი ტრაქტორის მძღოლია. მას ეკონომიკურად უჭირდა და ხშირად დადიოდა 8 წლის გოგოს ოჯახში. ხოლო, როგორც ცნობილია, მისი შვილი ადრე ქურდობისთვის იხდიდა სასჯელს.

VIDEO: „მამა შემჩნეული იყო რძალზე ძალადობაზე, შვილი ქურდობაზე... იმ ოჯახში ჭამდნენ და სვამდნენ“ - მეზობლები სამეგრელოში დაკავებულ მამა-შვილზე

მეზობლები აცხადებენ, რომ მამა-შვილი გოგონას მშობლების ოჯახში ხშირად სადილობდა. ბავშვის მშობლებს კი არასდროს უეჭვიათ მსგავს დანაშაულზე.

8 წლის ბავშვის მამა ამბობს, რომ მეზობლებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ და არასდროს რამე მსგავსი არ შეუმჩნევია.

„წლების მეზობლები ვართ და ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა, რამე, რომ შემემჩნია ისინი დღეს ციხეში არ იქნებოდნენ, ცოცხლად დავწვავდი მაგათ, მაგრამ არაფერი არ შემიმჩნევია.

მინდა, მივმართო სასამართლოს და პროკურატურას, ხელისუფლებას, რომ დაისაჯონ სრული სიმკაცრით,” – ამბობს არასრულწლოვანის მამა.

ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებულ მამა-შვილს პატიმრობა შეეფარდა

მამა-შვილი ბრალს არ აღიარებს.