Digest Logo

მარნეული - სადახლოს გზაზე ავარია მსხვერპლით დასრულდა

1792522904
პოლიციის ლენტი

მარნეული - სადახლოს დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ საიმერლოს მიმდებარედ, ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. მიკროავტობუსი 72 წლის კაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა.

ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სამართალდამცველები.


როგორც „დაიჯესტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „თუ არ გეტკინა, ისე ვერ გაიზრდები“- რას წერს გიორგი ლობჯანიძე

⭕ რუსთავში უპატრონო ძაღლს ცოფი დაუდასტურდა

⭕ კოლუმბიაში ოქროს მაღარო ჩამოინგრა - არიან დაღუპულები და დაშავებულები

✕