ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში შინაგან გაზრდაზე, სტრესის მართვასა და სამყაროს კანონზომიერებებზე ვრცელ ჩანაწერს აქვეყნებს.
მისი განმარტებით, ადამიანებს ხშირად ტანჯავთ არა თავად მოვლენები, არამედ მათზე შექმნილი ილუზორული წარმოდგენები, ხოლო შფოთვა ჯერ არმომხდარი ფაქტებისადმი გადაჭარბებული ნერვიულობაა:
„წარმატებაც და მარცხიც ჩვენივე გზის აუცილებელი ნაწილია! დამარცხების გემო თუ არ იცი, გამარჯვების ფასს ვერ გაიგებ.
კარგად თუ დავაკვირდებით მივხვდებით, რომ ადამიანებს ტანჯავთ არა თვითონ საგნები თუ მოვლენები, არამედ, წარმოდგენები, რომლებიც ამ საგნებსა და მოვლენებზე აქვთ შექმნილი.
შფოთვა არის ჯერ არმომხდარი მოვლენა, რომელზედაც ადამიანი წინსწრებით ნერვიულობს, ხოლო რიგ შემთხვევებში, გადაჭარბებული დარდი უნდობლობაა უფლისა და გარემოსადმი, რაც იწვევს სტრესს და ნევროზს.
სიბრძნის მწვერვალი იწყება მაშინ, სადაც მთავრდება ადამიანური ზღვარი და იწყება ბუნებრივი მსვლელობა უფლისმიერი ამ სამყაროში.
ზოგჯერ პრობლემა დროის სიმცირე არაა. უბრალოდ ჩვენ ვფლანგავთ მას არასწორად.
და მაინც, ასეთი კანონი აქვს ამ სამყაროს: თუ არ გეტკინა, ისე ვერ გაიზრდები. შინაგანი სიბრძნე და სიღრმე მხოლოდ ტანჯვით მოდის. თუ არ იურჩებ, რაც მეტად გეტკინება, შანსი გექნება უფრო წინსვლისა და სიბრძნის მოპოვებისა.
ბრძენისთვის სულიერების მიღმა მყოფი „მწიგნობარი” სასაცილო არსებაა, რომელსაც თავი აკადემიკოსი ჰგონია“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ რუსთავში უპატრონო ძაღლს ცოფი დაუდასტურდა
⭕ კოლუმბიაში ოქროს მაღარო ჩამოინგრა - არიან დაღუპულები და დაშავებულები
⭕ ჰოლივუდური ელეგანტურობა: გოლდი ჰოუნი და კურტ რასელი გალა-საღამოს წითელ ხალიჩაზე გამოჩნდნენ