
ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 33 წლის ბაიკერი გარდაიცვალა, ერთი კაცი კი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მოტოციკლი ამობრუნდა, მის საშველად გადასულ მამაკაცს კი ავტომობილი დაეჯახა.
დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. მოტოციკლის მძღოლი კლინიკაში შეყვანის დროს მძიმედ იყო და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, მის გადასარჩენად მისულ კაცს კი ოპერაცია ჩაუტარდა და რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„თუ არ დაეცი ზოგჯერ ვერ გაიაზრებ და ვერ მიხვდები რა შეგეშალა...“ - გიორგი ლობჯანიძე პეტრეპავლობაზე
⭕Opta Sports-ის ვერსიით, „პარი სენ-ჟერმენი“ მსოფლიოს საუკეთესო საფეხბურთო გუნდად დასახელდა