„შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლის გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს“, - ამის შესახებ შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
„პირველადი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 19 თებერვალს, ორთაჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომელმა პირად ავტომობილში, საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიიყენა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარს სავარაუდოდ წინ უძღოდა, მის თანმხლებ პირთან, ყოფით ნიადაგზე კონფლიქტი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს პროკურატურამ დაიწყო“, - წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „სიმბას მიწაზე მივდივარ, ძმაო...“ - რა კადრებს აქვეყნებს გიო ჯობავა
⭕„ეკლესიურობა არის კომფორტის ზონიდან გამოსვლა...“ - თეოდორე გიგნაძე