ჟურნალისტი და ტელეწამყვანი გოდერძი შარაშია 18 თებერვალს იუბილარი იყო. იგი ამჯერად სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საზოგადოებას, მეგობრებსა და ოჯახის წევრებს მილოცვებისთვის მადლობას უხდის:
„მიყვარხართ. მადლობა.
ამდენი მესიჯი, ამდენი კომენტარი, ამდენი სურვილი, ამდენი სიყვარული და სითბო არასდროს მიმიღია მართლა.
დილა ეთერში, თელავიდან ჩამოსული პატარა ანა-მარიას და ევას მილოცვით დაიწყო.
მთელი დღე არ გაჩერდით და არ დაგეზარათ ამდენი სიყვარულის გამოგზავნა.
საღამოს, ცირას სასწაულები მოაწყო - ჯერ ჩემთვის საყვარელი „იმედის გმირები“ მოუძებნია და მომილოცეს - ბევრი მატირეს. შემდეგ ტორტი სასწაული გამოსახულებით და გემოთი.
მოკლედ ეს იყო ბედნიერების დღე, რამდენიმემ გული დამწყვიტა არ მომილოცა, მაგრამ არაუშავს-ესეც გაივლის
მიყვარხართ“, - წერს გოდერძი შარაშია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ეკლესიურობა არის კომფორტის ზონიდან გამოსვლა...“ - თეოდორე გიგნაძე