
უმძიმესი ფაქტი კახეთში - 14 წლის გოგონამ შვილი 50 წლის კაცისგან გააჩინა. ამბავი მაშინ გახმაურდა, როდესაც ბავშვი დედა გახდა. გამოძიებაც კლინიკიდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო.
გამოძიების დროს ასევე გაირკვა, რომ 50 წლის კაცი სექსუალურად ძალადობდა მსხვერპლის უმცროს დაზეც. კაცი პედოფილის სტატუსით დააკავეს. თელავის სასამართლომ იგი ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო.
გამოძიების ინფორმაციით, არასრულწლოვანი დების შემზარავი ისტორია 2 წელის განმავლობაში გრძელდებოდა. მძიმე შემთხვევაზე სკოლამ იცოდა და შესაბამისი რეაგირებაც ჰქონდა. ამჟამად დები აღნიშნულ სკოლაში აღარ სწავლობენ.
საქმის პროკურორის ინფორმაციით, ბრალდებულს 17 წლიანი სასჯელი ემუქრება.
აღნიშნულის შესახებ რეპორტაჟი „კურიერი პ.ს“-მა მოამზადა. გაირკვა არასრულწლოვნების ჩვენების შინაარსიც:
„ეს ხდებოდა მის ავტომობილში. მივყავდით სხვა და სხვა ადგილას, მაგალითად ნაკვეთში სადაც ვაგონი დგას და იქ ხდებოდა ხოლმე“, - ამბობენ დები ჩვენებაში.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: