Digest Logo

მწყემსის მკვლელობის ფაქტზე დამატებითი დეტალი ხდება ცნობილი - დაკავებულია 48 წლის კაცი

1721376832
დაკავება - პატიმრობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1976 წელს დაბადებული მ.ჯ. დააკავეს.

აღნიშნულის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ხონის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1990 წელს დაბადებულ თ.ფ.-ს, ცივი იარაღით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებენ უწყებაში. 

მოკლულია მარტვილის მკვიდრი, 35 წლამდე კაცი ნიკა ფაილოძე. ამასთან გავრცელებული ცნობით, მოკლულის მშობლები ემიგრაციაში იმყოფებიან.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ასხის მთაზე მწყემსი მოკლეს - მოკლულის ვინაობა ცნობილია

„ფრთხილად იყავით ნეგატივებისგან, როგორიცაა წყალდიდობა, ელვა, ადგილობრივი სეტყვა, მეწყერი და ტრანსპორტის შეფერხება“ - მეტეოროლოგი

„არასწორად ცხოვრების შემთხვევაში შენს თავს არ მაჩუქებდა უფალი... ყველაფერი უნდა გამევლო, რომ შენამდე მოვსულიყავი“ - მაკო ყაველაშვილი ქმარზე