მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
როგორც თავად საზოგადოებას აფრთხილებს, მოსალოდნელია წყალდიდობა, სეტყვა, მეწყერი და ტრანსპორტის შეფერხება.
„ბოლო შეფასებების მიხედვით:
შავ ზღვის სანაპირო ზოლსა და დასავლეთის დაბლობზე, ზოგან ადგილობრივად წვიმა და ელჭექი გრძელდება.
მომდევნო 48 საათის განმავლობაში ძლიერი წვიმა შესაძლოა აღინიშნოს - აჭარის, გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონში, ასევე ლოკალურად, ინტერვალებით, აღმოსავლეთის ბარში.
20.07.2024 (შაბათი) საღამომდე, ფრთხილად იყავით ნეგატივებისგან, როგორიცაა წყალდიდობა, ელვა, ადგილობრივი სეტყვა, მეწყერი და ტრანსპორტის შეფერხება“, - წერს კობა ფარტენაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„აქციე ყველა დღე განსაკუთრებული“ - ლელა მებურიშვილი ახალ ფოტოებს აქვეყნებს