Digest Logo

„არასწორად ცხოვრების შემთხვევაში შენს თავს არ მაჩუქებდა უფალი... ყველაფერი უნდა გამევლო, რომ შენამდე მოვსულიყავი“ - მაკო ყაველაშვილი ქმარზე

1721373308
ქუთაისელი პატარძალი

ალბათ, ყველას კარგად ახსოვს ბოლო პერიოდში გავრცელებული ვიდეო გრანდიოზული ქორწილიდან, რომელიც ქუთაისში გაიმართა.

ქორწილმა არამხოლოდ საქართველო, არამედ ევროპული მედიაც აალაპარაკა. ქორწილის დედოფალი დიზაინერი მაკო ყაველაშვილი იყო, რომელიც ინსტაგრამზე საკმაოდ აქტიურია.

ამჯერად მაკომ ქმარს სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი მიუძღვნა:

„რაც კი კარგი მიკეთებია ცხოვრებაში, ღმერთმა შენი თავი გამომიგზავნა ჯილდოდ და არაფერს ვნანობ, რაც კი გამივლია. 

რა წამს კი გავიფიქრებ, რამეს ცუდს ხომ არ ვაკეთებ ცხოვრებაში -მეთქი, მაშინვე მახსენდები და ვხვდები, რომ არასწორად ცხოვრების შემთხვევაში შენს თავს არ მაჩუქებდა უფალი. ყველაფერი უნდა გამევლო, რომ შენამდე მოვსულიყავი. 

ყველა ქალს ვუსურვებ, შენნაირი ადამიანის, მამაკაცის და მეგობრის გვერდით ყოლას, მეორე ნახევრად“, - წერს მაკო ყაველაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „იმოქმედეთ და წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ, 19 ივლისი შესაძლოა იყოს ახალი რომანტიკული ურთიერთობის დაწყების დღე“ - ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

„აქციე ყველა დღე განსაკუთრებული“ - ლელა მებურიშვილი ახალ ფოტოებს აქვეყნებს

🎥 „მოკლავენ ბანკირს! საკმაოდ ძლიერი და წონადი ფიგურაა არამარტო ბანკში, არამედ პოლიტიკაში“ - ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება