Digest Logo

🎥 პოლიციამ 136 ძირი კანაფი ამოიღო - „ბრალდებული დროებით ნაქირავებ სახლში ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირებას ახდენდა“

1751009022
პოლიციამ 136 ძირი კანაფი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1990 წელს დაბადებული ა.მ. დააკავეს, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ შს სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, დროებით ნაქირავებ სახლში ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირებას ახდენდა.

სამართალდამცველებმა ა.მ.-ს მიერ სპეციალურად მოწყობილი სათბურებიდან, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 136 ძირი ნარკოტიკული საშუალება მცენარე „კანაფი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლით.

ინფორმაციისთვის, აღნიშნული დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ოდრი ჰეპბერნთან გატარებული ერთი დღე არასდროს დამავიწყდება...“ - როგორ გაიცნო ქართველმა ჟურნალისტმა ჰოლივუდის ლეგენდა?!

🎥 „საშუალება მოგეცემათ გამოასწოროთ ძველი კონფლიქტები...“ - 27 ივნისის ასტროპროგნოზი ნინა სუსლოვასგან

⭕ ავტოსაგზაო შემთხვევა ზესტაფონში – დაღუპულია მამა-შვილი