Digest Logo

🎥 „მცირეწლოვანი გოგოს მიმართ სქესობრივი ხასიათის დანაშაული ჩაიდინა“ - პოლიციამ აჭარაში 1 პირი დააკავა

1762501691
1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს
დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ტ. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს.

ინფორმაციას შსს ავრცელებს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მცირეწლოვანი გოგოს მიმართ სქესობრივი ხასიათის დანაშაული ჩაიდინა.

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ გ.ტ. ბრალდებულის სახით დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137 -ე მუხლის მე–4 ნაწილით მიმდინარეობს.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „უნდა იყოთ ფრთხილად, რადგან შესაძლოა, ძველმა ინტიმურმა პარტნიორმა გაგიხსენოთ...“ - ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

🎥 „ახალ საქმეებს თავი უნდა დავანებოთ... ჩავხედოთ წარსულს“ - მიხეილ ცაგარელი მერკურის რეტროგრადულობაზე

⭕„იმდენი მეძახეს დედალი შრეკი, სანამ არ გავბოროტდი... კიდე გამაკრიტიკეთ ხოლმე, დადებითად მოქმედებს“ - რას წერს ნინი შერმადინი