Digest Logo

პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1 პირი დააკავა - დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

1747554884
დაკავება, პოლიცია

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს
დაბადებული ი.ტ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 16 მაისს, ბრალდებულმა თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ახალი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკურად იძალადა 1998 წელს დაბადებულ ბ.ო.-ზე, რის შედეგად ბ.ო. წაიქცა და თავის არეში დაზიანება მიიღო. მომხდარის შედეგად ი.ტ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო დაშავებული მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს“, - აღნიშნულია განცხადებაში.  

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„იპოვე დრო ძალების აღსადგენად, გადაჭარბებული გადაღლა არავის სძენს ენერგიას“ - 5 მთავარი პრინციპი შინაგანი ჰარმონიისთვის თაკო მელიქიშვილისგან

⭕„შენ ხარ ჩემი ყველაზე დიდი სიამაყე და იმედი, ყოველ დღე მადლობას ვწირავ ღმერთს, რომ შენ არსებობ ჩემს ცხოვრებაში“ - სალომე შარვაძე შვილს დაბადების დღეს ულოცავს

⭕ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო გულშემატკივრები ლიგა 1-ის ჩემპიონობას აღნიშნავენ – რა კადრებს გვიზიარებს ნიცა თავაძე