Digest Logo

პოლიციამ ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 1 პირი

1747554619
დაკავება, პოლიცია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში
ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1992 წელს დაბადებული თ.ლ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ასევე, მის მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 19-260-ე ტერცია მუხლებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.  

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„იპოვე დრო ძალების აღსადგენად, გადაჭარბებული გადაღლა არავის სძენს ენერგიას“ - 5 მთავარი პრინციპი შინაგანი ჰარმონიისთვის თაკო მელიქიშვილისგან

⭕„შენ ხარ ჩემი ყველაზე დიდი სიამაყე და იმედი, ყოველ დღე მადლობას ვწირავ ღმერთს, რომ შენ არსებობ ჩემს ცხოვრებაში“ - სალომე შარვაძე შვილს დაბადების დღეს ულოცავს

⭕ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო გულშემატკივრები ლიგა 1-ის ჩემპიონობას აღნიშნავენ – რა კადრებს გვიზიარებს ნიცა თავაძე