Digest Logo

პოლიციამ თბილისში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია წარსულში ნასამართლევი ორი პირი

1746522609
სადგურის მოედანი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, წარსულში ნასამართლევი 2 პირი - 2002 წელს დაბადებული რ.უ. და 1973 წელს დაბადებული ზ.ა. დააკავეს.

ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. 

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 მაისს, თბილისში, ბრალდებულებსა და 1970 წელს დაბადებულ ე.ნ.-ს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ფიზიკური დაპირისპირებისას მიღებული დაზიანებების შედეგად ე.ნ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული პირები მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დანაშაული 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ ბრალდებულ ი.გ.-სთან დაკავშირებით ვიდეომასალას ასაჯაროებს

🎥 რიანა მესამე შვილს ელოდება - მომღერალმა „მეტ გალაზე“ პირველად გამოაჩინა მუცელი

⭕ დი­რი­ჟო­რი, კომ­პო­ზი­ტო­რი, მუ­სი­კო­სი ვახ­ტანგ მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი 74 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა