Digest Logo

პროკურატურამ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომელი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე დააკავა

1755789143
პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე ერთი პირი დააკავა.

პროკურატურის ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის გარდაბან-მარნეულის სატყეო უბნის სპეციალისტმა ყალბი ხე-ტყის ბილეთი დაამზადა, რომელიც არაუფლებამოსილ პირს გადასცა. აღნიშნული ყალბი დოკუმენტის საფუძველზე უკანონოდ მოიჭრა და ტყიდან გამოტანილია 5 კბმ მოცულობის ხე-ტყე.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, აღნიშნულმა ქმედებამ ტყის რესურსების არამიზნობრივი და არარაციონალური გამოყენება გამოიწვია.

„დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით (მოხელესთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია) და 341-ე მუხლით (სამსახურებრივი სიყალბე, ესე იგი, მოხელესთან გათანაბრებული პირის მიერ ყალბი დოკუმენტის შედგენა და გაცემა, ჩადენილი პირადი მოტივით) წარედგინება.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

საქართველოს პროკურატურა ანალოგიური დანაშაულის ჩამდენ პირთა გამოვლენის და მხილების მიზნით ინტენსიურ გამოძიებას აგრძელებს“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„საფანოვის და ზაბარნის შორის დაძაბულობა? - სპორტი აერთიანებს“ - რას ამბობს ლუის ენრიკე გუნდში რუსი და უკრაინელი ფეხბურთელის ერთად ყოფნაზე

⭕პრემიერ-მინისტრი მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

⭕„მარიამი იყო ჩვენი გუნდის ყველაზე ახალგაზრდა წევრი, ნათელი, ენერგიული და გულთბილი ადამიანი, რომლის ადგილი არასდროს შეივსება“ - კომპანია „ნეოტექი“ სამძიმრის წერილს აქვეყნებს