Digest Logo

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდება წარუდგინა პირს, რომელმაც რუსთაველის გამზირზე დამონტაჟებული 112-ის ბალანსზე რიცხული სამეთვალყურეო ვიდეოკამერები დააზიანა

1733846000
პროკურატურამ ორსული მეუღლის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის ფაქტზე  დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება გრძელდება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 4 დეკემბერს ბრალდებულმა, სხვა პირებთან ერთად, დააზიანა და გაანადგურა თბილისში, რუსთაველის გამზირზე დამონტაჟებული საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრ 112-ის ბალანსზე რიცხული სამეთვალყურეო ვიდეოკამერები, რამაც 7 700 ლარის ოდენობით ზიანი გამოიწვია.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 9 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით  (ჯგუფურად სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕თინათინ მღვდლიაშვილი: 1-ელ დეკემბერს გამოვაქვეყნე წერილი და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე შემზარავი მოვლენები ჩემეული ხედვით შევაფასე - ხანგრძლივი დროის მანძილზე მაგინებდნენ, მწყევლიდნენ და მემუქრებოდნენ

🎥 „აქტივისტების მხრიდან იმის თქმა, რომ თავისუფლება წაგართვეს - ცოტა უხერხული ხომ არ არის? როგორც გინდათ, რა ფორმითაც გინდათ ისე აპროტესტებთ...“ - თათა მურაჩაშვილი

„გინების მეტი არაფერი არ გვესმის და კიდევ კუბო ზემოდან და მჩხიბავები...შენ რომ ადამიანს უსურვებ სიკვდილს, უბედურებას, ჯანდაბას, ისედაც ნეგატიურია ეს განწყობები და კიდევ უფრო ამძიმებ ამას“- დეკანოზი ალექსანდრე (გალდავა) აქციაზე მაცხოვრის გამოსახულებიანი კუბოს დაწვაზე