Digest Logo

🎥 „აქტივისტების მხრიდან იმის თქმა, რომ თავისუფლება წაგართვეს - ცოტა უხერხული ხომ არ არის? როგორც გინდათ, რა ფორმითაც გინდათ ისე აპროტესტებთ...“ - თათა მურაჩაშვილი

1733844035
თათა მურაჩაშვილი

ინფლუენსერი და „ტიკტოკერი“ თათა მურაჩაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და აქციის მონაწილეებზე საუბრობს:

„აქტივისტების მხრიდან იმის თქმა, რომ თავისუფლება წაგართვეს - ცოტა უხერხული ხომ არ არის? როგორც გინდათ, რა ფორმითაც გინდათ ისე აპროტესტებთ. პოლიციას დედას აგინებთ, ნებისმიერი სახის ბანერით გამოდიხართ, პიროტექნიკას იყენებთ, აზიანებთ ქალაქის ინფრასტრუქტურას, ვიღაცის კერძო საკუთრებას, თეატრის ბანერებს. რაში გამოიხატება რომ თავისუფლება გაქვთ წართმეული?

კითხვები რატომ არ გიჩნდებათ ევროკავშირთან მაშინ როდესაც დსთ-ს წევრ სახელმწიფოს აძლევენ შანსს, მოლდოვას და ჩვენ ამდენი გატარებული რეფორმის შემდეგ ისევ უარით გვისტუმრებენ.

სად მივეტენებით? ასეთი ისტორიის მქონე ქვეყანას ევროკავშირისთვის სახვეწარი უნდა გვქონდეს რამე? ისე ნეტავ „ენჯეოების“ დაფინანსებას როგორ გააგრძელებენ.

არც ერთი არ შეეხოთ პოლიციელის სიხისტეს. როგორც იქცევით გაცილებით ლმობიერები არიან თქვენს მიმართ. ნახეთ ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში როგორ არბევენ აქციას. იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიაში... ქართველ პოლიციას მადლობას უნდა უხდიდეთ რასაც ისინი ითმენენ“, - ამბობს თათა მურაჩაშვილი.

@tatasport_ #გლობალ🌍 #ფორიუმეთქიიიიიიიიიიიი💖 #ფორიუზე #ფორიუზეა?foryou ♬ Very Sad - Enchan

ასევე დაგაინტერესებთ:

„გინების მეტი არაფერი არ გვესმის და კიდევ კუბო ზემოდან და მჩხიბავები...შენ რომ ადამიანს უსურვებ სიკვდილს, უბედურებას, ჯანდაბას, ისედაც ნეგატიურია ეს განწყობები და კიდევ უფრო ამძიმებ ამას“- დეკანოზი ალექსანდრე (გალდავა) აქციაზე მაცხოვრის გამოსახულებიანი კუბოს დაწვაზე

„ვისადმიც არ უნდა იყოს ეს მიძღვნილი, ქრისტეს გამოსახულებიან კუბოს რომ წვავთ, რაც არ უნდა მართალი იყოს ადამიანი, ვერაა და არცაა კარგი საქციელი“ - გიორგი ლობჯანიძე

„არასოდეს დაწვათ ქრისტიანის ბოლო სახლი და არავის უსურვოთ გარდაცვალება, როგორც არ უნდა გძულდეთ“ - რას წერს ნატო გელაშვილი