Digest Logo

რუსთავში ინტერპოლით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

1746191227
რუსთავში ინტერპოლით ძებნილი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კონტრტერორისტული ოპერაციების ფარგლებში კომპლექსურად გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ქალაქ რუსთავში უცხო ქვეყნის ინიციატივით ინტერპოლის ცირკულარით ძებნილი, უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას სუსი ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ პიროვნება 2014 წელს გაემგზავრა ახლო აღმოსავლეთში და რეგიონში მოქმედი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გაწევრიანდა.

კონტრტერორისტული ცენტრის ინფორმაციით, დაკავებული პირი საბრძოლო მოქმედებების გამოცდილების მქონეა და ასაფეთქებელ მოწყობილობებთან დაკავშირებით მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტია. პირი ტერორისტულ ორგანიზაციაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან აქტივობებზე იყო პასუხისმგებელი.

ჩატარებული ჩხრეკის შედეგად დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა სახის მტკიცებულება და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი შესაბამისი კვალიფიკაციით აწარმოებს“, - ნათქვამია სუსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

ქეთო თოფურიძე საფრანგეთში გადაღებულ ახალ ფოტოებს გვიზიარებს - „უმშვენიერესი, უნიჭიერესი გოგო ხარ“

🎥 „ცრემლიც კი წამომივიდა, გამახსენდა ოჯახი, წინაპრები...“ - ილია სულამანიძის ემოციები გამარჯვების შემდეგ

🎥 „თუ მოზარდს მისთვის გასაგებ ენაზე არ ესაუბრე, მარტივად ჩაგანაცვლებს სოციალური ქსელის უხილავი ავტორიტეტებით“ - ზაზა ქოიავა