
სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნანგრევებში კიდევ ერთი დაღუპულის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისი პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ განუცხადა.
ამ დროის მონაცემებით, ნგრევის შედეგად, ორი ადამიანია დაღუპული.
„ინტენსიურად გრძელდება სამუშაოები. ახლა დამატებით უკვე ნაპოვნი იქნა ერთი გარდაცვლილი. როგორც თავიდან მოგახსენეთ, ერთი გადაცვლილი იყო, ახლა დაემატა კიდევ ერთი გარდაცვლილი. ვაგრძელებთ სამუშაოებს და შესაბამისად, დამატებით მოგახსენებთ სხვა დეტალებს“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.
შეგახსენებთ, რომ „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელ კორპუსში ნგრევა მოხდა, მიმდინარეობს საძიებო-სამაშველო ღონისძიებები.
ადგილზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების სამსახურისა და შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, ასევე, მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.
ადგილზე იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, ასევე, თბილისის მერი კახა კალაძე.
ამ დროისთვის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ჩამონგრეული მასის ადგილიდან გატანაზე მუშაობენ.
დიდუბის რაიონის გამგეობას ჩამონგრეული კორპუსის მობინადრეები სასტუმროში გადაჰყავს.
სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელ კორპუსის ნაწილი რამდენიმე საათის წინ ჩამოინგრა. ამ დროის მონაცემებით, ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, კორპუსი, სადაც ნგრევა მოხდა, იყო ავარიული, რამდენიმე ოჯახი, რომელმაც თანხმობა განაცხადა, გაყვანილია ქირით, თუმცა დანარჩენებმა უარი განაცხადეს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ დიდუბის გამგეობას ჩამონგრეული კორპუსის მობინადრეები სასტუმროში გადაჰყავს
⭕თბილისში, სადგურის მოედნის მიმდებარედ, შენობის ფასადის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა