Digest Logo

„საფანტის პისტოლეტით და დანით, ჭრილობები მიაყენა მეუღლეს...“ - მკვლელობის მცდელობის დეტალები გორში მომხდარ დანაშაულზე

1773067441
პროკურატურა

გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გორში მომხდარი ოჯახში ძალადობის და დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 18 ივნისს, გორში, ბრალდებულმა საფანტის პისტოლეტით და დანით, სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა მეუღლეს, რომელიც დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად სიკვდილს გადაურჩა.

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა) და 11პრიმა-19-109-ე მუხლის „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.

გორის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „დედებო, გთხოვთ, შეწყვიტეთ სველი ხელსახოცების გამოყენება...“ - არუნ ხათრი ვიდეომიმართვას ავრცელებს

🎥 რატომ იზიდავს ქალს ისეთი კაცი, რომელიც გულს სტკენს და რის გამო ირჩევენ მოძალადეებს? - ქეთევან ჯანდიერის საინტერესო პასუხი

🎥 რას ნიშნავს ქალური ენერგია და როგორ გავიგოთ, ვართ თუ არა ენერგეტიკულად გადაღლილი - ქეთევან ჯანდიერის განმარტება